ავტორი:

მოძრაობის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მათი მოგვარების გზები

მოძრაობის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მათი მოგვარების გზები

უკანასკნელი მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით დასაქმებული ადამიანებიდან ათიდან ყოველი ოთხი (39%) სრულ სამუშაო საათებს მჯდომარე ატარებს. ეს კატეგორია მოიცავს ყველა სახის საოფისე სამსახურს, ქოლცენტრებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს.

ევროკავშირში დასაქმებული ადამიანების 30% სამუშაო საათებს სხვადასხვა აქტივობაში ატარებს. მაგალითად, ასეთია: მანქანის ხელოსანი, ძიძა, ექთანი და სხვა.

დასაქმებულების 20%-ს მდგომარე სამსახური აქვს, როგორიცაა მასწავლებელი ან მაღაზიის გამყიდველი.

12%-ს კი სამსახურში მძიმე ფიზიკური შრომის გაწევა უხდება, მაგალითად მტვირთავებს, მშენებლობის თანამშრომლებს.

ყველაზე მეტი მჯდომარე სამსახური ჰოლანდიაში, გერმანიასა და ლუქსემბურგში ფიქსირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფისში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მდგომარეობა ანალოგიურია საქართველოშიც. მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა უწევთ და ამავდროულად, უფრო მეტ ადამიანს ექმნება ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა: ვარიკოზი, ოსტეოქონდროზი და სიმსუქნე.

ვარიკოზი

მჯდომარე სამსახურით გამოწვეულ პრობლემებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ვენების დაავადებები. როგორც ანგიოლოგი ირაკლი ფერაძე განმარტავს, პრობლემას იწვევს ადამიანის სხეულის ვერტიკალური განლაგება, რადგან სისხლს ქვევიდან ზევით ასვლა უჭირს. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში უწევს ადამიანს ჯდომა, მით უფრო მეტად ზიანდება სარქველები. აუცილებელია, რომ მუდმივად მოხდეს ფეხის კუნთის მუშაობა, რომ კუნთების შეკუმშვა-გაფართოების შედეგად სისხლი ქვედა კიდურებიდან გამოიდევნოს.

„სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი წვივების არეში არის ვენების დაავადების პირველი სიმპტომი. ამ დროს პაციენტი ვერ ასახელებს კონკრეტულ მტკივან წერტილს. ტკვილითან ერთად კი შეიძლება იყოს წვა და სიმხურვალე ქვედა კიდურებში. თუ წამოწოლის და ფეხების მაღლა დადებით სიმპტომები შემცირდა, მაშინ ეს ნამდვილად ვენური დაავადებაა და აუცილებელია, რომ პრობლემის დროული მოგვარება დაიწყოთ.

ერთი შეხედვით, ვარიკოზი უწყინარი დაავადებაა, თუმცა თუ გართულდა, სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ. შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია და შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდეს. შორს წასული ვენური უკმარისობის კიდევ ერთი სერიოზული გართულება ტროფიკული წყლულია" - განმარტავს ანგიოლოგი.

მისივე განმარტებით, დაავადების პრევენციაა ცხოვრების წესის შეცვლა და ფეხის კუნთების აქტიური დატვირთვა ჯდომის დროსაც კი. აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ოფისის თანამშრომლებს, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა უწევთ, ასწავლიან სპეციალურ ფეხის ვარჯიშებს, რომ ქვედა კიდურებში სისხლის ჩაგუბება არ მოხდეს.

"ამ დაავადების მართვაში ძირითადი ინსტრუმენტი არის ელასტიური კომპრესია. კოლგოტები და გეტრები უჭერს ქვედა კიდურს და ქვემოდან აწვება სისხლს, რომ არ მოხდეს მისი დაგუბება. სწორად შერჩეული ელასტიური კომპრესიის გარეშე ვენური დაავადების მკურნალობა არის თავის მოტყუება ექიმის მხრიდან და ამავდროულად, პაციენტის მოტყუებაც. მისი შერჩევა კი მარტივი ნამდვილად არ არის. ელასტიური ტრიკოტაჟი ბევრი პარამეტრით უნდა ემთხვეოდეს ფეხს. ამიტომ ამ პროცესში პროფესიონალების ჩართულობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პრობლემის გამწვავებაც კი გამოვიწვიოთ,“ - განმარტავს ირაკლი ფერაძე.

სწორად შერჩეული წინდები კომპრესიის საშუალებით ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აქრობს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, ამცირებს შეშუპებას, ყოველივე ეს კი აფერხებს თრომბების წარმოქმნას. საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ „სიგვარისის“ ბრენდის პროდუქცია, რომელსაც წარმატებით იყენებენ ვარიკოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

დაავადების პრევენციისთვის ფეხის კუნთის მუდმივი აქტიურობა და 45 წუთში ერთხელ ადგომა და გავლა-გამოვლაა საჭირო.

სიმსუქნე

მჯდომარე სამსახური სიმსუქნეს ორი მიზეზით იწვევს. პირველ რიგში მიღებული კალორიების საკმარისად დახარჯვა არ ხდება ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის გამო. მეორე მხრივ კი ოფისში დასაქმებული ადამიანები ბევრს და არაჯანსაღად იკვებებიან. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სწრაფი კვების პროდუქტებს და არანაჯსაღ წასახემსებელს. ბევრი ტკბილეული და ცომეული კი სიმსუქნის მთავარი წინაპირობაა. პრობლემის თავიდან ასაცილებლად წინასწარ დაგეგმეთ დღის მენიუ, ეცადეთ სახლში მომზადებული საკვები წაიღოთ სამსახურში.

ასე ფინანსებსაც დაზოგავთ და გაურკვეველი წარმომავლობისა და შემადგენლობის საკვების მირთმევასაც აარიდებთ თავს. დალიეთ ბევრი წყალი და მოერიდეთ გაზიან სასმელს. თან იქონიეთ ჯანსაღი წასახემსებელი, თხილეული და ჩირეული.

ოსტეოქონდროზი

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მჯდომარე მდგომარეობაში ხერხემალზე ზეწოლა უფრო მეტია, ვიდრე ფეხზე დგომისას. თუ არასწორედ ზიხართ – სხეული და თავი წინ გადახრილი (ჩვეული პოზა საჭესთან და მონიტორთან), კისრისა და წელის ზონის მალთაშუა დისკებზე დატვირთვა უფრო ძლიერდება. შედეგად, ოსტეოქონდროზის განვითარების რისკი სერიოზულად იზრდება. დაავადების პრევენციისთვის სწორად უნდა მოაწყოთ სამუშაო მაგიდა. ყურადღება მიაქციეთ ჯდომის მანერას. დაჯექით გამართულად და თავს ნუ გადახრით წინ. თუ მონიტორი შორს გიდგათ, ახლოს მოსწიეთ.

<div class="apester-media" data-media-id="5e2e8e7d8863fb63a4054ae9" height="726"></div><script async src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>

ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო...

თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" სერვისის სპეციალური კამპანიები 2020-შიც გრძელდება და სერვისი კვლავინდებურად უფასოა