ავტორი:

50 წლის გვენ სტეფანის ფოტოები, რომელშიც მომღერლის ცნობა შეუძლებელია - "სახეზე 99% ფილერი და 1% კანი აქვს“

50 წლის გვენ სტეფანის ფოტოები, რომელშიც მომღერლის ცნობა შეუძლებელია - "სახეზე 99% ფილერი და 1% კანი აქვს“

50 წლის მომღერალი გვენ სტეფანი გრემის 62-ე დაჯილდოებას დაესწრო, თუმცა ფანების დიდმა ნაწილმა ის ვერ იცნო, რადგანაც აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურებოდა. იმიჯთან ერთად, გვენს გარეგნობაც შეუცვლია და სახეშეცვლილი წარსდგა კამერების წინ.

მომღერალს Dolce & Gabbana -ს მინი კაბა ეცვა, რომელიც მაღალყელიან ჩექმას შეუსაბამა. წითელ ხალიჩაზე ის თავის ბოიფრენდთან, ბლეიკ შელტონთან ერთად მივიდა.

გვენ სტეფანის თაყვანისმცემლებმა იციან, რომ მომღერლის ვიზუალისთვის აქამდე განუყოფელი ნაწილი იყო წითელი ტუჩსაცხი და თვალის მკვეთრი შავი ფანქარი, თუმცა ახლა მან უარი თქვა მკვეთრ მაკიაჟზე და უფრო ბუნებრივზე გააკეთა არჩევანი, მიუხედავად ამისა, მიიჩნიეს, რომ გვენი საოცრად არაბუნებრივად გამოიყურებოდა და ის საზოგადოების ნაწილმა პლასტმასის თოჯინას შეადარა.

გვენს შეცვლილი გარეგნობა დაუწუნეს და ჭარბი პლასტიკური ოპერაციების გამო გააკრიტიკეს:

"ღმერთო ჩემო, რა უქნა სახეს?“

"გვენ, გთხოვ შეწყვიტე პლასტიკური ოპერაციების და ბოტოქსის გაკეთება, ახლა "ფეიკ“ მადონას ჰგავხარ.“

"გვენ სტეფანის სახის 99% ბოტოქსია და 1% ნამდვილი ქსოვილი.“

"რა ჯანდაბა დაემართა მის სახეს?“

"რა ლამაზი სახე ჰქონდა, ვწუხვარ რომ მის სილამაზეს ვეღარ დავინახავ.“

"რა ლამაზი იყავი, ასე რატომ მოექეცი საკუთარ თავს?“ - წერენ Twitter-ის მომხმარებლები.

"რატომ, დემი... ნუთუ ეს შენ ხარ? პლასტიკური ქირურგია ღუპავს ადამიანებს" - სრულიად გარდასახული დემი მური Fendi-ს ჩვენებაზე ფანებმა ვერ იცნეს

"ვიღაცები" თურმე სერიოზულად ჩალიჩობენ და ტელევიზიებში მბლოკავენ" - რა განმარტებას აკეთებს ეკა ჩხეიძე სკანდალურ სტატუსზე?

რა სიურპრიზი დაახვედრა სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულ ქეთა თოფურიას ქმარმა - შთამბეჭდავი კადრები