ავტორი:

რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა

რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა

სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ერთ-ერთია იმ მოხელეებს შორის, რომლებიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდნენ.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი გახდა - შეუსაბამობა ოჯახის წევრის უძრავ ქონებაში. ამასთან, მითითებული არ არის საკუთარი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და სამეწარეო საქმიანობა, ასევე დეკლარაციაში გამოვლინდა შეუსაბამობა შემოსავლების ნაწილში.

2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელი ფლობს, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ამბროლაურში. მასვე ეკუთვნის, ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები, რომელიც 2018 წელს 10 ათას ლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 36 857 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 800 დოლარი ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ხიდურელს 3000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის განვადებაც ჰქონდა, რომლის შედეგად მისმა წლიურმა გასავალმა 1000 ლარი შეადგინა. წაიკითხეთ სრულად