ავტორი:

"თალიბანის" გაკეთებული არ არის... ასეთებს რეიტინგის ასაწევად იწერენ" - რეალურად რა გახდა ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი

"თალიბანის" გაკეთებული არ არის... ასეთებს რეიტინგის ასაწევად იწერენ" - რეალურად რა გახდა ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი

გუშინ ავღანეთში ჩამოვარდნილი ამერიკული საფრენი აპარატის გარშემო კამათი არ წყდება. არსებული ინფორმაციით, 27 იანვარს ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ღაზნის პროვინციაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების მიზანი ამერიკელი სამხედროებისა და მაღალჩინოსნების მკვლელობა იყო.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა, თუმცა ჩამოვარდნის მიზეზისა და მსხვერპლის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე არ საუბრობს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა და ისინი ღაზნის პროვინციის ბაზაზე დაზვერვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მათივე ცნობით, პროვინციაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი "E11-A"-ია, რომელსაც ამერიკელი სამხედროები სწორედ დაზვერვისა და კომუნიკაციისთვის იყენებენ. როგორც გამოცემა წერს, საფრენ აპარატში ხუთივე ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი იყო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ps" dir="rtl">ویډيؤ#غزني دهیک ولسوالۍ کي لویدلي الوتکه د امریکاي کمانډویانو ده د پیلوټانو په شمول له پنځو تر شپږو تنو وژل شوي د یوه امریکايي عسکر کارټ هم مجاهدینو ته په لاس ور غلي نور وروسته <a href="https://t.co/2Wm9pImtBi">pic.twitter.com/2Wm9pImtBi</a></p>&mdash; Tariq Ghazniwal (@TGhazniwal) <a href="https://twitter.com/TGhazniwal/status/1221775759494254593?ref_src=twsrc%5Etfw">January 27, 2020</a></blockquote>

ღაზნის პროვინცია ჰინდუ კუშის მთების ქვეშ მდებარეობს და მისი პროვინციის დიდ ნაწილს სწორედ "თალიბანი" აკონტროლებს. ტერორისტული ორგანიზაციის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ განაცხადა, რომ 27 იანვარს აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს და თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ის მაღალი რანგის "ბევრი სამხედრო ოფიცერიც იმყოფებოდა". თუმცა ამერიკული მხარე ამბობს, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია მსხვერპლის რაოდენობას ხშირად აზვიადებს.

აშშ-ის არმიის პრესსპიკერის, სონი ლეგეტის განცხადებით, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იმაზე საუბრის საფუძველი, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოწინააღმდეგის ცეცხლმა გამოიწვია, არ არსებობს.

მოხმდართან დაკავშირებით, აშშ-ის არმიის მაიორმა, ბეთ რიორდანმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესმდივანია, კომენტარი არ გააკეთა. ის მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოფარგლა და აღნიშნა, რომ ამერიკის არმიის წარმომადგენლები ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს იძიებენ.

ინტერნეტგვერდი ავიაციის უსაფრთხოების ქსელი, რომელიც ავიაციის უსაფრთხოების ფონდს ეკუთვნის და საჰაერო ავარიებს აღრიცხავს, თავის ოფიციალურ განმარტებაში წერს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს თანახმად ეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი იყო. ისინიც ადასტურებენ, რომ ეს იყო ბომბდამშენი "გლობალ ექსპრესი" - თვითმფრინავი, რომელსაც აშშ-ის არმია ავღანეთის ელექტრონული დაზვერვისთვის იყენებს.

AMBEBI.GE ავღანეთში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე ქართველს ესაუბრა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წავიდა და ამჟამად ქაბულში, ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს.

"ჩემი ინფორმაციით, ეს არც "ალქაიდას" გაკეთებულია და არც "თალიბანის". ამ ორგანზიაციებს ნდობისა და რეიტინგის ასაწევად ჩვევიათ, ნებისმიერი რამის თავის თავზე მიწერა. ამით მომხრეების შემოკრებას ცდილობენ... თვითმფორანვის ჩამოვარდნის ერთ-ერთ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება. ეკიპაჟიდანაც ჯერჯერობით 5 ადამიანზეა საუბარი, ანუ ბორტზე ხუთი სამხედრო იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა..." - ამბობს ის.

"რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში" - უკრაინელი დეპუტატი

უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ - "ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს"

"უბრალოდ მინდა, მათთან ჩახუტება შემეძლოს..." - კობი ბრაიანტის ცოლის ემოციური მიმართვა საზოგადოებას