ავტორი:

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

საკანონმდებლო ორგანოში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.

ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი ითხოვდნენ, რომ საშუალება მიეცათ მათთვის პარლამენტში ესაუბრათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.

დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელიც ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

"ინსულტი დაემართა... სიცოცხლისთვის იბრძვის" - ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" დაადასტურა, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა