ავტორი:

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე, რომელიც სუს-მა აღკვეთა, „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით ფეიქრიშვილმა განუცხადა, დაკავებული 7 პირიდან არავის იცნობენ, მკვლელობის მომზადების ფაქტს კი „ვერაფერს უკავშირებენ“.

ფეიქრიშვილის განმარტებით, მათი მკვლელობის მომზადების შესახებ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გაიგეს და ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მანამდე არ ჰქონიათ.

„დაკავებულებიდან არცერთს არ ვიცნობთ, მათ შესახებ გუშინ გავიგეთ. კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან დამიკავშირდნენ, სადაც ძმასთან და ადვოკატთან ერთად მივედი. მითხრეს, რომ ჩემი და ჩემი ძმის მკვლელობა მზადდებოდა შეკვეთით. ასევე მითხრეს, რომ დაკავებული იყვნენ კონკრეტული პიროვნებები, რომელთაც არ ვიცნობთ. აქედან გამომდინარე ამ ფაქტს ვერაფერს ვუკავშირებ“, - აცხადებს დავით ფეიქრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. როგორც დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

ბოლნისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს

"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინათ