ავტორი:

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიული დღეს მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრექსითის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა გაავრცელა და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას "იმედის გასაოცარი წუთი" უწოდა.

"ბევრი ადამიანისთვის ეს იმედის გასაოცარი წუთია, წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა. და რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მღელვარებისა და მარცხის განცდა აქვს.

მესამე, და შესაძლოა, ყველაზე დიდ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ღელვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური შუღლი არასდროს დასრულდება.

ჩემთვის ყველა ეს გრძნობა გასაგებია და ჩვენი, როგორც მთავრობის, და ასევე ჩემი მოვალეობაა გავაერთიანოთ და წარმატებული გავხადოთ ქვეყანა,“- აცხადებს ჯონსონი მიმართვაში, რომელიც ბრექსითამდე 1 საათით ადრე გავრცელდა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბრექსითი არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი.

„ეს არის დასაწყისი და არა დასასრული, ნამდვილი ეროვნული განახლებისა და ცვლილების წუთი,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა მიმართვაში, რომელიც სოციალურ მედიაში ბრექსითამდე ერთი საათით ადრე გავრცელდა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

მთავარი ფოტო: BBC.COM

კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავი ხევში გადავარდა და სამ ნაწილად გაიყო

სტამბოლში "პეგასუსის" თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა