ავტორი:

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან 1-ლი თებერვლიდან სამი ცვლილება ამოქმედდა. "ბიზნესპრესნიუსი" ამ ცვლილებების შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.

დღეიდან, სესხის გამცემი პირებისთვის ახალი შეზღუდვა ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.

კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სებ-ის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვით მისი გადავადება მოხდა.

დღეიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. შედეგად, ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

სემეკ-ის ცნობით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება...წაიკითხეთ სრულად

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"