ავტორი:

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობზეა შეყვარებული

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობზეა შეყვარებული

უკვე რამდენიმე თვეა გიორგი ყიფშიძისა და ანი ჩიკვილაძის წყვილი დაიშალა, თუმცა ამ ინფორმაციას მედიასთან არც ერთი არ ადასტურებდა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. 42 წლის მსახიობმა 24 წლის მსახიობ გოგონაზე ოფიციალურად იქორწინა. წყვილმა იუსტიციის სახლიდან ქორწინების მოწმობის ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. წყვილი უკვე პირველ საერთო შვილს ელოდება - ყიფშიძის ახალი რჩეული, სახელად ანი, 5 თვის ორსულია.

რაც შეეხება ყიფშიძისა და ანი ჩიკვილაძის წყვილს, მათ დაშორებაზე წლების მანძილზე ვრცელდებოდა ჭორები. იმასაც ამბობდნენ, რომ გიორგი ცოლს ეჭვიანობის საბაბს ხშირად აძლევდა. ყველას ახსოვს გახმაურებული სკანდალი გიორგი ყიფშიძისა და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარის რომანზე.

მაშინ ანი და გიორგი დაშორდნენ, თუმცა მალევე შერიგდნენ. ჩიკვილაძეს და ყიფშიძეს 7 წლის ვაჟი სანდრო, ჰყავთ.

დაშორების შესახებ ხმები ამჯერად მართალი აღმოჩნდა და არამხოლოდ გიორგი ყიფშიძემ, ახალი სიყვარული მისმა ყოფილმა მეუღლემაც იპოვა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანი ჩიკვილაძე ცოლად მიყვება მსახიობ ლაშა კურტანიძეს, იგივე "კურტანას", რომელიც საზოგადოებამ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", შემდეგ კი ნარკოტიკის სკანდალით გაიცნო, რომელზეც ის ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან ერთად იყო დაკავებული.

მეგობრებს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილს 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2017 წლის 12 ოქტომბერს, ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და ის ციხიდან გათავისუფლდა.

ანი ჩიკვილაძე და ლაშა კურტანიძე მეგობრებთან ერთად

ანი ჩიკვილაძემ "კურტანასთან" ურთიერთობის შესახებ საუბარი არ ისურვა, ლაშა კურტანიძემ კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნო და დაახლოვდნენ. ლაშა კურტანიძის მეგობრის სანდრო კაკულიას ("სანდრექსას" გმირი სერიალიდან "ჩცდ") მეუღლე ნუცა აბაშიძე და ანი ჩიკვილაძე ნათესავები არიან.

სანდრო კაკულია და ლაშა კურტანიძე

ლაშა და ანი სოციალურ ქსელში გრძნობებს არ მალავენ და საერთო ფოტოებსაც აქვეყნებენ. მეგობრები კი კომენტარებში უწერენ რომ "ძალიან ლამაზი წყვილია".

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."

რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"

ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე - რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი "ინსტაგრამზე"