ავტორი:

"უკრაინიდან დამიკავშირდა ვატო ყიფიანი, მთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება" - რას ყვება ჩვენებაში ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული

"უკრაინიდან დამიკავშირდა ვატო ყიფიანი, მთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება" - რას ყვება ჩვენებაში ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთი პირი უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვში დააკავეს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირი, რომელიც ხარკოვიდან ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესასრულებლად კრიმინალურმა ავტორიტეტებმა თბილისში გამოგზავნეს, რეალურად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ის თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხარკოვში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში დაგეგმილი მკვლელობის შემსრულებელ სანდო პირს ეძებდნენ, ის კრიმინალების გარემოცვის წევრს ბოგ დან მალენცის დაუახლოვდა და დახმარება აღუთქვა, სწორედ მალენცია უკრაინაში შემკვეთის სტატუსით დაკავებული.

მკვლელობის მომზადებას გამოძიება გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს ედავება. ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები ბრალს არ აღიარებენ. ბექა ცინცაძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ირწმუნება, რომ მის დასაცავს დანაშაული არ ჩაუდენია. მას წარსული შებღალული არა აქვს, წარმატებული პროდიუსერია და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. დანაშაულს არ აღიარებს არც გიორგი ბიბილაური, თუმცა გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ბიბილაურს გადასცეს აჭარიდან ჩამოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება. გამოძიების მტკიცებით, უკრაინელ მამაკაცს პირველად რესტორან "თაღლაურაში" შეხვდნენ 2019 წლის 15 ოქტომბერს.

ბათუმში დაკავებულ ოთხ პირს: როლანდ ბერიძეს, იური მჟავანაძეს, ნუგზარ ბეჟანიძესა და გოჩა თადუმაძეს ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის მომზადებასა და შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. ოთხივე დაკავებული ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია. მხოლოდ იური მჟავანაძე აღიარებს ბრალს და ჩადენილს ინანიებს. მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას.

მართალია, ბრალდებული როლანდ ბერიძე (ასალან აბაშიძის დცავის ყოფილი უფროსი) ახლა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ გაზეთამ "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოა მისი ჩვენება, სადაც აცხადებს, რომ ვატო ყიფიანმა სთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის და ტროტილის შოვნა.

ამონარიდი როლანდ ბერიძის ჩვენებიდან: "2019 წლის ნოემბრის დასაწყისში "ვაცაპის" მეშვეობით დამიკავშირდა უკრაინიდან მეგობარი ვალერიან (ვატო - ავტ.) ყიფიანი და მთხოვა დავხმარებოდი ორი ცალი "ტელეფონი ბანანის" დამზადებაში. მივხვდი, რომ "ტელეფონი ბანანში" მან იგულისხმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედებაში მოყვანა ტელეფონის მეშვეობით არის შესაძლებელი. მივხვდი, ღიად საუბარი არ სურდა და ზედმეტი კითხვა არ დამისვამს. მას დიდი ხანია ვიცნობ და მეგობრობა მაკავშირებს. თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი და დავპირდი, რომ ვნახავდი ვინმეს, ვინც დამეხმარებოდა. არ მიკითხავს, რისთვის სჭირდებოდა და არც მას უთქვამს. მოგახსენებთ, დაცვის სამსახურში მუშაობის დროს გავიცანი ნუგზარ ბეჟანიძე და იური მჟავანაძე, რომლებიც ასევე მუშაობდნენ სპეცდანიშნულების რაზმ "ალფაში" და ასლან აბაშიძის დაცვაშიც. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ნოემბრის ბოლოს შევხვდი იური მჟავანაძეს. ვკითხე, ვინ შეიძლებოდა დამხმარებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეში შეიძლებოდა დაგვხმარებოდა ნუგზარ ბეჟანიძე. მეორე დღეს ერთად მივედით ხელვაჩაურში, ნუგზარის სახლში. ის მარტო იყო, მე ნუგზარს იური მჟავანაძის თანდასწრებით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ორი ცალი ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადება, რომლის მოქმედებაში მოყვანა შეიძლებოდა მობილური ტელეფონით. ვკითხე, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვისაც ამის დამზადება შეეძლო. ასევე ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ტროტილი. მითხრა, რომ სავარაუდოდ, შეძლებდა დახმარებას. ასაფეთქებლის დამზადების მოტივზე საუბარი არ ყოფილა, ამის გამხელას არც მე ვაპირებდი და არც მას სურდა გარკვევა. მე და იური მალევე წამოვედით. მეორე დღეს დამიკავშირდა ნუგზარი და მითხრა, რომ დეტალები გაარკვია... წაიკითხეთ სრულად

პოლიციამ დააკავა ახალგაზრდები, რომლებმაც ახალქალაქში 4 ადამიანი დაჭრეს

"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება