ავტორი:

როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ცნობით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სტაციონარიდან მაშინვე გაეწერებიან, როგორც კი ქალაქ როტერდამის ლაბორატორიიდან მათი ბიოლოგიური მასალის დასკვნას მიიღებენ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების კლინიკაში დატოვება პრევენციის მიზნით მოხდა, რადგან ისინი ჩინეთიდან მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდნენ საქართველოში.

მედიკოსების თქმით, ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელება მინიმალური შანსია, ვინაიდან საზღვრები კონტროლდება.

ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ხვალ, გერმანიიდან გამოგზავნილი პასუხით გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი.

„უკვე კვირაზე მეტია ტარდება პრევენვიული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც კორონავირუსის პოტენციურ მატერებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში.

ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს ახალი კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაშია მთავარია დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია,” - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად დაკვირვება სამ პაციენტზე მიმდინარეობს და ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე სამი ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან დასძინა, რომ ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენა იზრდება, სწორედ ამიტომ, საქართველოში შესაბამისი უწყებები ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს.

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"