ავტორი:

მანანა არჩვაძეს და ანა ჯაბაურს კონფლიქტის გამო სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი ცოტნეს მოსანახულებლად და ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან - ადვოკატი

მანანა არჩვაძეს და ანა ჯაბაურს კონფლიქტის გამო სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი ცოტნეს მოსანახულებლად და ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან - ადვოკატი

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებით, ამჟამად ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია.

როგორც მან დღეს "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უთანხმოების გამო, ანა ჯაბაურსა და მანანა გამსახურდიას ცოტნეს მოსანახულებლად სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი და ისინი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.

"გუშინდელი ინფორმაცია, რაც ქალბატონი ანა ჯაბაურისგან მაქვს, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება. მან რამდენჯერმე გაუმეორა ცოტნეს ერთი და იგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა. ანამ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე ცოტნემ ეს თხოვნა შეასრულა, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსასაზღვრად. ის კონტაქტურია, ესმის, ინფორმაცია გადაამუშავა და შესრულების შესაძლებლობაც ჰქონდა. ამჟამად ვიმყოფებით ახალი ტომოგრაფიის მოლოდინში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ცოტნეს უახლესი მდგომარეობა დადგინდეს. ეს შედარების საშუალებასაც მოგცემს და მკურნალობის სამომავლო მეთოდებსაც განსაზღვრავს“, - განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ.

"ვიბრძოლოთ, რათა ნიკას გულმა იფეთქოს" - აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"დექსამეტაზონს" დიდი ხანია ვიყენებთ კორონავირუსის სამკურნალოდ... " - მარინა ენდელაძე მედიკამენტის ეფექტზე

ინფორმაცია, 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ტყუილია - მთავრობა