ავტორი:

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს თებერვალში სასიყვარულო ასპარეზზე? ვის მოუმზადეს ვარსკვლავებმა სურპრიზი, ვინ იპოვის ახალ სიყვარულს და ვის ექნება შედარებით ნეიტრალური პერიოდი?

  • ვერძი

გარშემო მყოფებს თქვენი მოულოდნელობებით გააოცებთ. მოგინდებათ სტილისა და იმიჯის შეცვლა. ნაცრისფერი დღეების გაფერადება. არ შეეწინააღმდეგოთ ასეთ მოთხოვნებს. ეცადეთ, იყოთ მეტად პოზიტიური და სასიამოვნო საწინააღმდეგო სქესისთვის. აქტიური ცხოვრებით საწინააღმდეგო საინტერესო ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ, შთაბეჭდილეებების მორევში გადაეშვებით და ყოველი დღე დღესასწაულს დაემსგავსება.

მანდილოსანს ვერძებს ადვილად შეუყვარდებათ. მოერიდეთ მამაკაცებს, ვისი შეხედულებებიც თქვენისგან მკვეთრად განსხვავდება. ასეთი რომანტიკული კავშირი სიკეთესა არ მოგიტანთ. უმჯობესია, პარტნიორთან საერთო ინტერესები გაკავშირებდეთ.

საინტერესო ნაცნობა შეიძლება ინტერნეტშიც გააბათ. რომელიც ჯერ მეგობრობაში გადაიზრდება შემდეგ კი, თუ რელობაში მოგინდებათ მისი გადმოტანა, - ვნებიან რომანში. თუ თქვენი გული დაკავებულია, მეტი დრო დაუთემთ საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას და ნუ იფიქრებთ სხვაზე, თქვენი ღალატი მას გულს ატკენს.

  • კურო

თებერვალი მოულოდნელობებით აღსავსე თვეა. ახლობლების რჩევები მოისმინეთ, მაგრამ ისე იმოქმედეთ, როგორც გული გიკარნახებთ. არავინ გააკრიტიკოთ, არავისთან გაჯიუტდეთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, გამონათქვამები, განსაკუთრებით, სავსემთვარეობისას.

სიყვარულის ისტორიაში წერტილს დასვამენ ის კუროები, რომლებიც ვერ გაერკვიენ ვერც საკუთარ თავში და ვერც პარტნიორის გრძნობებში. თავისუფლებისთვის სამყარო დაგაჯილდოებთ და მომავალში სწორ ადამიანს შეგახვედრებთ.

ხშირად შეხვდით მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. ხშირად გადით ბუნებაში, კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობაც.

მანდილოსან კუროებს რომანტიკული კავშირი ჩამოგიყალიბდებათ ჰაერის ან წყლის სტიქიების წარმომადგენლებთან. საიმედო საყრდენს შემოგთავაზებენ - მიწისა და ცეცხლის წარმომადგენლები.

მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. მათ ჭირვეულობასა და უკონტროლობას მშვიდად უნდა შეხვდეთ და მხოლოდ ტკბილი სიტყვით მოიყვანოთ გრძნობაზე. უფრო მეტიც, ეცადეთ, ხშირად შეაქოთ, ჩაიხუტოთ და მოეფეროთ. ბავშვებს თქვენი სიყვარული აკლიათ. გამონახეთ დრო მათთან ერთად გართობისთვისაც.

  • ტყუპები

ინტერნრეტ ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სწორედ სოციალურ ქსელში შეხვდებით ადამიანს, ვინც თქვენს გულს დაიპყრობს. იმ ტყუპს, რომელთა გულიც უკვე დაკავებულია, შეიძლება გაუჭირდეთ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. განსაკუთრებით, თუ თქვენი მეწყვილე ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია.

მარტოხელა ტყუპი მანდილოსნები მამაკაცების გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. შეიძლება რომანი გააბათ იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობა გაკავშირებდათ. იყავით გულწრფელი თქვენს მეუღლესთან, ემოციები და გრძნობები არ დაუმალოთ. ამასთანავე ისეთი სიტყვები შეარჩიეთ, რომ გული არ ატკინოთ.

  • კირჩხიბი

ამ თვეში გარდასახვასა და იმიჯის შეცვლაში ფულს ნუ დაინანებთ. ჩაიტარეთ სპა-პროცედურები, რომლებიც გაგაახალგაზრდავებთ. თებერვალი ინვესტიციის კარგი თვეა. ხშირად გამოჩნდით საზოგადოებაში. გაიცანით საინტერესო ადამიანები. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მის მიმართ გულუხვი, ხშირად გაანებივრეთ საჩუქრებით. ერთად გაატარეთ უქმეები. სავსემთვარეობისას დაიცავით თავი სტრესისა და ნეგატივისგან. უფრთხილდით საკუთარ მავნე ფიქრებს.

საოჯახო საქმეების გამო ნუ იკამათებთ მეუღლესთან. უმჯობესია, ყველაფერი მეგობრულად და შეთანხმებით მოაგვაროთ. განსაკუთრებით ეს ეხებათ მანდილოსნებს, რომლებმაც ბედი დაუკავშირეს მორიელს, მშვილდოსანსა და თხის რქა. სიმშვიდე დაისადგურებს იმ კირჩხიბების ცხოვრებაში, ვისაც იღბალმა კურო, სასწორი და ვერძი შეახვედრა.

  • ლომი

თუ მოინდომებთ, მიმზიდველიც იქნებით და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც დაიმსახურებთ. გარშემო მყოფები იმდენ პატივს გცემენ, რომ თავს მეფედ და დედოფლად იგრძნობთ. და კიდევ უფრო მოგემატებათ თავდაჯერებულობა. თქვენ გარშემო ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი იქნება, ვისთანაც ერთად ყოფნა მოგინდებათ, ანუ არჩევანის საშუალება მოგეცემათ. თუმცა, ყურადღებით იყავით, თქვენი ხასიათის გამო ყველა არ დაიფრინოთ და მარტო არ დარჩეთ. ერთი სიტყვით, თებერვალი რომანტიკის თვეა, თუ თავს გააკონტროლებთ.

  • ქალწული

თებერვალში მხოლოდ ერთი სურვილი გექნებათ - მყუდროდ იჯდეთ საკუთარ სახლში. გამონახავთ ნებისმიერ მიზეზს, რათა არ გახვიდეთ გარეთ. ამ სიტუაციის ფონზე სასიამოვნო ადამიანების გაცნობისა და მათთან რომანტიკული კავშირის გაბმის შანსი იკლებს. თუმცა, არსებობს ინტერნეტ ქსელი, სადაც მარტოხელა ქალწულებს პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ. მოერიდეთ მათ, ვინც გეპირფერებათ. არაა გამორიცხული, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობდეს. თვის ბოლოს თავდაჯერებულობა მოგემატებათ. განსაკუთრებით, მანდილოსან ქალწულებს. სწორედ ამ პერიოდში მოსალოდნელია ჰორიზონტზე საინტერესო ადამიანის გამოჩენა.

  • სასწორი

პლანეტები ცაზე ისე განლაგდნენ, რომ თქვენი სურვილები აასრულონ. შეიძლება რომანი გააბათ ადამიანთან, ვისაც ადრე მარტო "გამარჯობით" იცნობდით. ურთიერთობის განვითარებაში უახლოესი მეგობარი დაგეხმარებათ. სასწორებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს ხვდებიან, განსაკუთრებით ვერძებს, მაქსიმალური მოთმინება გმართებთ. ზოგიერთი კი საერთოდ დაშორებას გადაწყვეტს. ისე იმოქმედეთ, რომ ნაკლებად დარჩეთ გულნატკენი.

მეორე და მესამე დეკადის სასწორებმა მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. თქვენთვის უპირველესი პროფესიონალური განვითარებაა, განსაკუთრებით თუ ტურისტულ ბიზნესში ხართ ჩართული. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, გამონახეთ გასართობი, რომელშიც ორივე იქნებით ჩართული. გამონახეთ დრო ოჯახისთვისაც. ნათესავეს უარი არ უთხრათ შეხვედრაზე. უფრო მეტი, ისინი ხშირად მიიპატიჟეთ შინ.

  • მორიელი

საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, რომ ყველაფერს თქვენს სასიკეთოდ აგვარებთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მას აზრს არ ეკითხებით. ეცადეთ, გამოასწოროთ ეს მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. აგრეთვე, ყველა უსიამოვნებაში საყვარელი ადამიანის დადანაშაულებას არ გირჩევთ. არც ეს მოგიტანთ სიკეთეს. თუ ჩვენს რჩევებს არ გაითვალისწინებთ, თვის ბოლოს შეიძლება მარტო დარჩეთ.

პრეტენზიების საწინააღმდეგოდ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ სირთულეების დაძლევაში, გაამხნევოთ ახალი საქმეების დაწყებაში და მწვერვალების დაპყრობაში.

მეტი დრო დაუთმეთ ნაესავებთან კონტაქტს. მათი დახმარებით შეჩერებული საქმების მოგვარებას შეძლებთ. შეიძლება მათი მხარდაჭერით გაემგზავროთ საზღვარგარეთ ან შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა მოგეცეთ.

მეორე და მესამე დეკადის მორიელები ახალ ნაცნობებს გაიჩენენ საზღვარგარეთ. განაახლეთ კავშირები ძველ მეგობრებთან. განსაკუთრებით, ტყუპთან, სასწორთან, თევზებთან და ქალწულთან.

რომანტიკული პერიოდი თებერვლის ბოლოს დაგიდგებათ. მოულოდნელ ადგილებში - უცხო ენების წრე, თეატრალური სტუდია - მოულოდნელი შეხვედრები გელით. ურთიერთობა შეიძლება ელვისებურად განითარდეს და მეგობრობა ძლიერ სიყვარულში გადაიზარდოს.

  • მშვილდოსანი

დაქორწინებისთვის საუკეთესო თვეა. განსაკუთრებით, თუ ეს თქვენი მეორე ქორწინებაა. თუ თქვენი გული თავისუფალია, მოგზაურობის დროს მეტად დააკვირდით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ზოგიერთი სიამოვნებით გააბამს რომანს უცხოელთან. ნაცნობობისთვის კარგი ადგილებია, საკველმოქმედო წვეულება, კონფერენციები და ლექციები. იმისათვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღება მიიქციოთ, შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ. სხვათა შორის, კოლეგებთან და დაქვემდებარებულებთანაც შეძლებთ რომანტიკული ურთიერთობის გაბმას.

კარგად წარიმართება თქვენი ურთიერთობა ვერძებთან. რომანი ელვისებურად განვითარდება. ერთად ვნების ცეცხლს დაანთებთ. სასურველია, გარშემო მყოფები, განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ხშირად გაანებივროთ კომპლიმენტებით. მეგობრული დამოკიდებულებაც კი შეიძლება მარტივად გადაიზარდოს რომანტიკულში. დაქორწინებულები მშვილდოსნები ერთად და ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

  • თხის რქა

შუა თვეში ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც პლატონური კავშირი გაქვთ, შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც ამბობენ სხვები, თუ ბედნიერად გრძნობთ მის გვერდით თავს. თებერვალი კარგი თვეა ქორწინებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს მატერიალური თვალსაზრისით. მარტოხელებმა შეიძლება ურთიერთობა განაახლონ ყოფილ პარტნიორთან. თუმცა, სიყვარული შეიძლება ვნებაში აგერიოთ, ის კი მალევე ჩაქრეს.

თვის პირველი დეკადის თხის რქები თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში. სასურველია, თქვენ გვერდით კურო პარტიონი იყოს. საყვარელი ადამიანის გაბედნიერებისთვის ფულს ნუ დაინანებთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას უცხო რელიგიის ან ეროვნების ადამიანთან.

  • მერწყული

როგორი დაღლილი არ უნდა იყოთ სამსახურში, გახსოვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი უფრო მნიშვნელოვანია და ეცადეთ, მასთან არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს საოჯხო საქმეების შესრულებაში. შეიძლება რაღაც მომენტში, მისთვის ფსიქოლოგად და დამხმარედაც კი იქცეთ. უნდა გამონახოთ მისთვის საჭირო სიტყვები და სწორად შერჩეული ტონით ესაუბროთ. თებერვალი კარგი თვეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად.

მარტოხლებს თაყვანისმცემლებისგან საჩუქრები და ყურადღება არ მოაკლდებათ. ზოგიერთი ვნებიან რომანსაც გააჩაღებს. რომანტიკული თავგადასავალი კარდინალურად შეგცვლით. გარშემო მყოფებთან მეტად ტაქტიკური და მეგობრული უნდა იყოთ.

  • თევზები

თებერვალში პირადი ურთიერთობის მოსაწყობად საკმარისი დრო გექნებათ. მართალია, საქმეებიც საკმარისად გექნებათ, მაგრამ რომანისთვისაც მოიცლით. თქვენი სიმპათიის ობიექტი შეიძლება თქვენივე თანამშრომელი გახდეს. ჯერ მის ნიჭსა და შრომისუნარიანობას შეაფასებთ, მერე კი მასში დადებით პირად თვისებებსაც აღმოაჩენთ. თვალსაც ვერ დაახამხამებთ, რომ საქმიანი დამოკიდებულება სასიყვარულოში გადაიზრდება. თუმცა, შანსი, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებაში გადაიზრდება ნაკლებია, უფრო მეტად, კავშირი ვნებიანი რომანით შემოიფარგლება.

ქალ თევზებს მატერიალური პრობლემების მოგვარებაში მამაკაცები დაგეხმარებიან. განსაკუთრებით, თუ თქვენი მეწყვილე თხის რქა ან მორიელია. ამ უკანასკნელთან სიფრთხილე გმართებთ, ის ტყუილს არ გაპატიებთ.

მათ, ვინც დიდი ხანია მეწყვილე ჰყავს, მეტი მზრუნველობა მართებს საყვარელი ადამიანის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში განშორება გარდაუვალი იქნება. დააფასეთ მეუღლის გრძნობები. მეტად დაინტერესდით მისი საქმეებით; გააფრთხილეთ, თუ სამსახურიდან შინ მისვლა შეგაგვიანდებათ.

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ პერიოდში შეიძლება თქვენთვის გაიხსნას "დახურული კარი"

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან