ავტორი:

ვინ არის მილიონერ კობა ნაყოფიას ერთადერთი ქალიშვილი - ნატალი ნაყოფიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ვინ არის მილიონერ კობა ნაყოფიას ერთადერთი ქალიშვილი - ნატალი ნაყოფიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"

მილიონერ კობა ნაყოფიას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ნაყოფიების სახელს უკავშირდებოდათ „რუსთავი 2“-ის წილის საქმე, რომელიც პოლიტიკოსმა საკუთარ შვილზე გააფორმა, სანამ არხი ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა.

ნაყოფიების ოჯახი მხოლოდ ბევრი ფულითა და პოლიტიკური ცხოვრებით არ არიან ცნობილები, მილიონერის ვაჟი ნიკა ნაყოფია 2009 წელს დაქორწინდა მაშინდელ „მის საქართველო 2008“ - ხათუნა სხირტლაძეზე. გრანდიოზული ქორწილი მაშინ წყვილმა თურქეთში გადაიხადა. ამბობდნენ, რომ ქორწილზე დასასწრებად საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით უამრავი ცნობილი ადამიანი და მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრა. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა.

ბედნიერი ქორწინება რამდენიმე წელში განქორწინებით დასრულდა. წყვილს საერთო შვილი ჰყავთ და ნიკა ნაყოფია კი მოულოდნელად მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად გამოჩნდა. წყვილი დანიშნულია და მოდელი მომავალი ქმრის ბიზნეს აპიარებს, რომელიც ძვირფასი სამკაულების ბიზნეს ფლობს.. ვაჟის გარდა კობა ნაყოფიას ქალიშვილიც ჰყავს, რომელიც არც სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა და არც საზოგადოებაში ჩნდება ხშირად როგორც მილიონერის ქალიშვილი...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები