ავტორი:

წარმატებული ქართველი სპორტსმენის ამერიკული ცხოვრება და მისი 10 წლის გოგონა, რომელსაც ჰოლივუდის დაპყრობა სურს - გაიცანით ჭიკაძეების ოჯახი

წარმატებული ქართველი სპორტსმენის ამერიკული ცხოვრება და მისი 10 წლის გოგონა, რომელსაც ჰოლივუდის დაპყრობა სურს - გაიცანით ჭიკაძეების ოჯახი

31 წლის გიგა ჭიკაძე წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელიც წლებია საქართველოდან შორს იცავს ჩვენი ქვეყნის სახელს. მისი სპორტული მოღვაწეობა კიოკუშინ კარატეთი დაიწყო და ჰოლანდიაში კიკბოქსერის კარიერით გაგრძელდა, რის შემდეგაც გიგა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ბავშვობის ოცნება აიხდინა - UFC-ში (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ასპარეზობს.

მაიკ ტაისონთან ერთად

ჭიკაძე მსოფლიო ჩემპიონია შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში. გამოცდილი მებრძოლი გამოირჩევა სისწრაფით და უზუსტესი დარტყმებით. მის ერთ-ერთ ტაქტიკას სპეციალისტებმა GigaKick უწოდეს. ქართველმა სპორტსმენმა ჩხუბის საკუთარ სტილზე საუბრისას, აღნიშნა:

"თავიდან მძიმე დარტყმებით ვიწყებ, შემდეგ კი ტემპს ვცვლი. მეტოქეს ზედა ნაწილში დარტყმას ვუჩვენებ, მაგრამ ღვიძლში ვურტყამ. როდესაც ღვიძლს ვეხები, ის ბუშტს ემსგავსება. ეს განსაკუთრებული დარტყმაა და მას GigaKick ჰქვია. ამ დარტყმით ბრძოლა მთავრდება".

სილვესტერ სტალონესთან ერთად

როგორც გიგა იხსენებს, პირველად 5 წლის ასაკში მამასთან ერთად უყურა UFC-ის და მას შემდეგ უნდოდა მონაწილეობის მიღება აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში.

MMA-ის ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ბრძოლის ეს ხელოვნება, რომელსაც ადრე "ქუჩურ ჩხუბს" ადარებდნენ, "21-ე საუკუნის გლადიატორების" ბრძოლას ჰგავს.

მამასთან, ზაზა ჭიკაძესთან ერთად

წარმატებული სპორტული კარიერის გარდა, გიგა ჭიკაძეს წარმატებული პირადი ცხოვრება აქვს. სპორტსმენი 11 წელია დაქორწინებულია თამუნა გაზაშვილზე.

წყვილი კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში უკვე რვა წელია ცხოვრობს შვილებთან - 10 წლის ნიტასთან, რომელიც მსახიობი და მოდელია და 4 წლის მაქსიმესთან ერთად.

ჭიკაძე შვილებსაც სპორტულად ზრდის - მისი ქალიშვილი საბრძოლო ხელოვნების ილეთებს უკვე ფლობს, მაგრამ მისი მთავარი ინტერესი კინოა და ამბობს რომ "ოსკარის" მიღებაზე ოცნებობს.

2019 წელს ნიტა ჭიკაძის მონაწილეობით, რეჟისორების - ნატალია მონტეკინოსის და კრიასტიან კოსტას ამერიკული ფილმი გამოვიდა. Voiceless - ასე ქვია თრილერს და მასში ქართველი გოგონა მთავარ როლს ასრულებს.

ისტორია ვითარდება პატარა გოგონას ირგვლივ, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ მოულოდნელად წყვეტს საუბარს. მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა გოგონა მკვლელობის მოწმე გახდება...

ამ როლისთვის ნიტა ჭიკაძემ ლოს ანჯელესის საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალზე Indie Short Fest-ზე "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის" ტიტულიც დაიმსახურა.

როგორია კონორავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა - ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსეთი 2006 წელს დეპორტაციის გამო დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე პირობებს აყენებს