ავტორი:

"სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა" - რას ჰყვება მიხეილ კალანდიას ფსიქოთერაპევტი

"სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა" - რას ჰყვება მიხეილ კალანდიას ფსიქოთერაპევტი

მიხეილ კალანდია სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ფსიქოთერაპევტმა დავით ანდღულაძემ განაცხადა.

სწორედ ანდღულაძემ აღმოუჩინა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მისი ბიძის, დიმიტრი კაკუბავას თხოვნით ფსიქოლოგიური დახმარება. როგორც ფსიქოთერაპევტმა განმარტა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მიხეილ კალანდია მძიმე მდგომარეობაში იყო.

"სრულიად უსუსური იყო, არანაირი ინტერესის სურვილი არ ჰქონდა, შეიძლება დავარქვათ, რომ თვითგვემაში იყო. ტრაგედიის ეპიცენტრში და მონაწილე იყო, რასაც მძიმედ განიცდიდა. თავიდან ვერ აღიდგენდა მოვლენებს და ცდილობდა აღედგინა როგორ ურტყამდა ერთი ადამიანი მეორეს დანას. მას არ ჰქონდა ჩემგან დახმარების არც მოლოდინი და არც სურვილი. სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა. ის უმძიმეს მდგომარეობაში, მძიმედ საკონტაქტო იყო. პირველი შეხვედრისას წარმოდგენა არ მქონდა ვის ველაპარაკებოდი, ალბათ უფრო საშინელების ჩამდენს, ჩამოყალიბებულ მკვლელს არა, მაგრამ უფრო მკვლელს. ბოლო შეხვედრებზე უკვე მიხეილს გამართულს, ბევრად უფრო გაწონასწორებულს ვხედავდი. თვითონ რა ზეწოლის და დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა, ეს ცალკე საკითხია", - განაცხადა ანდღულაძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის კადრები უტრიალებდა თავში და დანახულის განცდებში იყო.

"მე მჭირდებოდა დავხმარებოდი იმის გაცნობიერებაში იყო თუ არა ის დამნაშავე. დავინახე, რომ იყო უდანაშაულო და ამის დანახვაში დავეხმარე", - განაცხადა ანდღულაძემ.

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეს, ფსიქოთერაპევტს დავით ანდღულაძეს კითხავენ.

მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს Facebook-მა ვერიფიკაცია მიანიჭა

"ეზოში სვამდნენ და ყაყანებდნენ, კახას უთქვამს, - აქ ხალხი ცხოვრობს, ვწუხდებითო, ეს იუკადრისეს" - ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ახალი დეტალები