ავტორი:

პატრიარქი ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს - "სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად..."

პატრიარქი ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს - "სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად..."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაღდათში მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული 6 ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ილია მეორის სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:

"3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის - ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.

თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმ ქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.

გამხნევდით და გაძლიერდით!

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელოებამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

დღის განმავლობაში ინფექციური კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი დედაა 10 წლის ბიჭის, რომელსაც COVID-19 გუშინ დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა