ავტორი:

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულია მყვინთავები და სპეცტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები ასევე, თბილისიდან, განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი

"მასალა სიმაღლეზე კუსტარულად დამზადებული მექანიზმით აჰქონდათ" - რა დარღვევები იყო სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა

მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა - ერთი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს