ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი A68 ანტარქტიდას 2017 წელს მოსწყდა. მას შემდეგ ის უმნიშვნელო სიჩქარით გადაადგილდებოდა და მეცნიერები ყოველივეს სახიფათოდ არ მიიჩნევდნენ, თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილების გავლენით, აისბერგმა უფრო სწრაფად მოძრაობა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამხრეთის ოკეანის ღია წყლებში აღმოჩნდება.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როდესაც აისბერგი ანტარქტიდას მოსწყდა. აისბერგის თავდაპირველი ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრი იყო. ექსპერტთა თქმით, მას შემდეგ აისბერგმა მცირე ნაწილი დაკარგა, მაგრამ თუ სამხრეთის ოკეანეში შეაღწევს, ის თავისი სახის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.

ფოტოზე ნაჩვენებია აისბერგის მდებარეობა 2017 წელს, მისი მოძრაობის მიმართულება და მდებარეობა 2019 და 2020 წლებში

"თუ ის დიდი დროის განმავლობაში გადარჩება, ძალიან გაკვირვებული დავრჩები“, - ამბობს პროფესორი ადრიან ლუკმენი BBC-სთან საუბრისას.

აისბერგი ამჟამად სამხრეთის გრძედის 63-ე გრადუსზეა და მეცნიერების განმარტებით, მისი მოძრაობის მიმართულება პროგნოზირებადია.

ასეთი დიდი ობიექტების გადაადგილებას სატელიტიდან მუდმივად აკვირდებიან, რადგანაც მათ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან გემების გადაადგილებას. გარდა A68-ზე დაკვირვებისა, მეცნიერები ასევე აკვირდებიან კიდევ ორ დიდი ზომის აისბერგს, თუმცა A68 მათ შორის ყველაზე დიდია.

პროფესორი ლუკმენი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ანტარქტიდას სხვა ნაწილებიც გამოეყოს და ახალი აისბერგები გაჩნდეს.

A68 სატელიტიდან. ფოტო აისბერგის მოძრაობის აჩქარებამდეა გადაღებული

2017 წელს, როდესაც A68 ანტარქტიდას მოსწყდა, ის ძნელად და ნელა გადაადგილდებოდა, მაგრამ ოკეანეში გაბატონებულმა ქარებმა და დინებებმა მოძრაობისკენ უბიძგეს და ახლა ანტარქტიდის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს.

აისბერგის სიგრძე, დაახლოებით, 150 კილომეტრია

მეცნიერები ზაფხულში მის კიდევ უფრო მეტად აჩქარებას ელოდებიან. ასევე მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში აისბერგი პატარ პატარა ნაწილებად დაიშლება, რაც საზღვაო ტრანსპორტისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველი იქნება.

"ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ხოცავენ ადამიანებს..." - რუსეთის პრეზიდენტის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" კვალი სირიაში

"საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა აკრძალა მას შემდეგ, რაც მეცნიერების ნაწილმა დაადგინა, რომ მწეველები COVID-19-ს უკეთესად უმკლავდებიან" - BBC

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს