ავტორი:

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2020 წლიდან 2028 წლამდე 12%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია ვიდრე ზოგადად სამუშაო ადგილების ზრდის საშუალო მაჩვენებელი. მიმდინარე წელს აშშ-ში ვარაუდობენ, რომ IT სფეროში დასაქმება 22%-ით გაიზრდება. აღნიშნული მიმართულებით სტაბილურად მზარდი დასაქმების მაჩვენებლის პარალელურად, მუდმივად მზარდია ანაზღაურებაც. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობის კიდევ ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ IT სპეციალისტს დისტანციურად შეუძლიათ მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ახალგაზრდების დაინტერესება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული ტრენდი აქტუალურია საქართველოშიც და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მუდმივად იზრდება მოთხოვნა. აბიტურინერტებს ამ სპეციალობას რამდენიმე უნივერსიტეტი სთავაზობს, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საბაკალავრო პროგრამაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა:

  • პროგრამას ანალოგი არ გააჩნია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რადგან სტუდენტისწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენებისყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია, გამოგიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ ააგოთ კომპიუტერულისისტემები, დააპროექტოთ და შექმნათ ქსელური კავშირები, მონაცემთა ბაზები და შეძლოთ გახდეთ კონკურენტუნარიანი კადრი მზარდ ბაზარზე. სტუდენტები შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა წამყვან მიმართულებას, მათ შორის,ღრუბლოვან სერვისებს,ხელოვნური ინტელექტს, ვირტუალურ და გაფართოვებულ რეალობას
  • უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდებია დანერგილი, რაც ნიშნავს, რომ თეორიული სწავლების პარალელურად, სტუდენტები ყველაფერს პრაქტიკაში ახორციელებენ. აღნიშნულში უნივერსიტეტს ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც მსოფლიოს ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობით ფუნქციონირებს BTU-ს ბაზაზე. სტუდენტებს ასევე საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ უნივერსიტეტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში
  • პროგრამის ღირებულება 2250 ლარია. სტუდენტებს შეუძლიათ სახელმწიფო გრანტის და სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება. ასევე შესაძლებელია საუნივერსიტეტო სტიპენდიის მიღება
  • პროგრამაზემოსახვედრად აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. მიმდინარე წელს პროგრამაზე 400 ადგილია
  • სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებითი სპეციალობის პროგრამა ბიზნესისადმინისტრირება - მენეჯმენტი და დაეუფლოს არა ერთ, არამედ ორ სპეციალობას ერთდროულად
  • გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერდაფინანსებული „Erasmus+”-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში,ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანიგაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივდაფინანსებული გაცვლითი პროგრამები
  • სწავლების პარალელურად, უნივერსიტეტი სტუდენტებს საკუთარი სტარტაპების შექმნაში, ბიზნესის განვითარებაში იდეიდან კომერციალიზაციამდე ეხმარება. ყოველსემესტრულად იმართება ღონისძიება, სადაც ინვესტორებსა და ფონდების, პარტნიორიორგანიზაციების წინაშესტუდენტები მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეებითწარსდგებიან. საინტერესო სტარტაპ იდეის მქონე სტუდენტებისთვის უნივერსიტეტშიფუნქციონირებს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე, დაკომპლექტებული ბიზნესტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით
  • უნივერსიტეტში 6 კომპიუტერული კლასის გარდა ფუნქციონირებს რამდენიმე სპეციალიზირებული ლაბორატორია:

3D/VR/AR ტექნოლოგიების ლაბორატორია აღჭურვილია მძლავრი სამუშაო სადგურებითადა VR მოწყობილობებით (HTC Vive და Oculus Rift);

კომპიუტერული ქსელებისთვის მოწყობილია HP Aruba-ს სტენდი მესამე დონისმარშუტიზატორებით, უკაბელო კავშირის მართვის და დაშვების მოწყობილობებით;

ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი წარმადობის ვიდეოადაპტერების მქონე ტექნიკიდ 2X Nvidia Quadro RTX6000 (მერსედესის მხარდაჭერით);

ინფორმაციული უსაფრთხოების/კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიაში არის მაღალიწარმადობის სამუშაო სადგურები;

ბლოკჩეინების ლაბორატორიაში არის 25 მაღალი წარმადობის კომპიუტერი.

  • BTU მუდმივად აწვდის სტუდენტებს ინფორმაციას საერთაშორისო ოლიმპიადების შესახებ და არაერთი ოლიმპადა უნივერსიტეტის ბაზაზეც ტარდება. BTU-ს აქტივობებს შორის არის შეჯიბრებები დაპროგრამირებაში. BTU-მ უმასპინძლა როგორცსტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, ასევე მოსწავლეთა მსოფლიოჩემპიონატის ფინალს, გარდა ამისა ტარდება შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრებები. აღსანიშნავია,რომ ტარდება შეჯიბრი აბიტურიენტებისთვის სადაც საუკეთესო მონაწილე ჯილდოვდებასასწავლო გრანტით.

R

"თიბისი სტატუსი" და "ისთერნ პრომოუშენსი" თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

5 ჯეკპოტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი!

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისა და მათი მასწავლებლებისთვის