ავტორი:

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.

"31 იანვარს გაუჩინარდა. დილით მიდიოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, დედამ ნახა, არაფერი განსაკუთრებული არ შეუმჩნევია", -განაცხადა ოჯახის ახლობელმა ქრისტი ქაჯაიამ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულია მყვინთავები და სპეცტექნიკა, ასევე კატერი.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"თბილისი ენერჯი": ისნის რაიონში, ერთ-ერთ დაკეტილ სახლში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები

რომელია 5 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში და ვინ არიან მათი მფლობელები