ავტორი:

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - ამის შესახებ "ფეისბუქზე" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

"ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით - დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი" დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია" - წერს კეკელიძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა

რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა - "ნამყოფები არ ვიყავით და გვინდოდა აქ გვეზეიმა"

"საქართველო ძალიან მიყვარხარ" - პატრიარქი