ავტორი:

არასრულწლოვნის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით - კახეთში 2 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით - კახეთში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.

ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი