ავტორი:

მეგან მარკლის ორეული - "ჰერცოგინიას დიდი ხნის წინ დაკარგული ტყუპისცალი გამოუჩნდა“

მეგან მარკლის ორეული - "ჰერცოგინიას დიდი ხნის წინ დაკარგული ტყუპისცალი გამოუჩნდა“

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სოციალურ ქსელებში ყველაზე განხილვადი წყვილია. მათზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მას შემდეგ, რაც წყვილმა უარი თქვა სამეფო ოჯახის წევრის პრივილეგიებზე და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა.

ამჯერად ფანებმა იპოვნეს ქალი, რომელიც მეგან მარკლს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. ზოგიერთს უჭირს მათ შორის რაიმე სხვაობის პოვნა.

აკეიშა რეჯინა ლენდი“ ინსტაგრამის“ ვარსკვლავი და ინფლუენსერია. მას "ინსტაგრამის“ გვერდზე 192 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საზოგადოების ნაწილმა მასსა და მეგანის ვიზუალს შორის საერთო შტრიხები აღმოაჩინა.

39 წლის ქალი პატარა გრეისონისა და ტრისტანის დედაა და ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. აკეიშა ლენდი ამბობს, რომ მას რეალურ ცხოვრებაშიც ამსგავსებენ მეგანს და როცა მაღაზიაში შედის, ფოტოების გადაღებას სთხოვენ, რადგანაც პრინც ჰარის ცოლი ჰგონიათ.

"მეგან მარკლის დიდი ხნის წინ დაკარგული ტყუპისცალი ვიპოვეთ“,

"წარმოუდგენელი მსგავსებაა, დარწმუნებულები ხართ, რომ ნათესავები არ არიან?“ - წერენ აკეიშას ფოტოების კომენტარებში.

"როცა მეუბნებიან, რომ მეგანს ვგავარ, ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია“, - ამბობს ამერიკელი ქალი და დასძენს, რომ მასსა და მეგანს შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არის და სასექსის ჰერცოგინიას არასდროს შეხვედრია,

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება