ავტორი:

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია

ყავის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით უამრავი კვლევა არსებობს. კვლევითი სამუშაოები ახლაც გრძელდება. ექიმებს, უფრო კონკრეტულად კი კარდიოლოგებს ყავის მოხმარებასთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები აქვთ.

ისინი პაციენტის მოდგომარეობის განხილვისას ყურადღებას აქცევენ მისი მოხმარების სიხშირეს, კოფეინის ნორმას და პროდუქტის ხარისხს.

საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანთა უმრავლესობა დღეს ყავით იწყებს. ბევრი ჩვენგანისთვის გაღვიძება ამ მაცოცხლებელი ნივთიერების გარეშე წარმოუდგენელია. ექიმები ჯანმრთელობაზე ზიანის შესამცირებლად ნატურალური ყავის მიღებას გვირჩევენ.

კონკრეტულად, რა ზეგავლენას ახდენს ყავა ადამიანის ორგანიზმზე და არის თუ არა მავნებელი ხსნადი ყავის მოხმარება, ამის შესახებ კარდიოლოგ ალექსანდრე საბეკიას ვესაუბრეთ.

ზოგადად, რა გავლენა აქვს ორგანიზმზე ყავის მოხმარებას?

ზოგადად, ყავის თუ ჩაის მოხმარება, მატონიზირებელი მცენარეული საშუალებების მიღება ხშირად დაკავშირებულია დაღლილ მდგომარეობაში ადამიანის ტონუსის მომატებასთან.

ყავა მცენარეული საშუალებაა, რომლის ყველა თვისება ძალიან კარგად არის ცნობილი.

ყავის მოხმარებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევა არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი არის „კოლორადოს უნივერსიტეტის“ კვლევა, რომელიც 1940 წლიდან მიმდინარეობს. კვლევებით მტკიცდება, რომ ჯანმრთელ ადამიანებში ნატურალური ყავის მოხმარება საგანგაშოდ არ მიიჩნევა და არის საუბარი, რომ ის ამცირებს ინსულტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და ა.შ. ეს კვლევები პერიოდულად ქვეყნდება, მაგრამ არის კვლევები, რომელიც დაავადებულ ადამიანებში ყავის მოხმარებას კრძალავს, განსაკუთრებით ხსნადი ყავის მიღებას, თუ პაციენტი მიდრეკილია არითმიისა და არტერიული ჰიპერტენზიისკენ, ასევე თუ აწუხებს გულის იშემიური დაავადებები.

უცხოურ მედიაში ხშირად ქვეყნდება სტატიები ხსნადი ყავის საეჭვო შემცველობისა და მისი დაბალი ხარისხის შესახებ. თქვენ როგორც ექიმი, რა მოსაზრების ხართ ამასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, უმჯობესია, ხარისხიანი პროდუქტი მოვიხმაროთ. ხსნად ყავას აქვს სხვადასხვა შემცველობა, ძირითადად ის სოიოთი მზადდება. მიმაჩნია რომ ადუღებული სოიო მაინდამაინც სასარგებლო არ უნდა იყოს. ყავას თუ სვამ, ნამდვილი ყავა უნდა დალიო და არა სოიოს ნახარში.

ჩემი პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ნატურალური ყავის მომხმარებლები არიან, როდესაც ძალიან სერიოზული კარდიოლოგიური დაზიანება არ არის, ვეუბნები-ხოლმე, რომ შეუძლია, დღეში 1 ან ორი ფინჯანი ნატურალური, ხარისხიანი ყავის მიღება გააგრძელოს.

არსებობს ყავის კონკრეტული სახეობები, რომელიც კოფეინს არ შეიცავს. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ უკოფეინო ყავა, თუ მათ მოსწონთ გემო, როგორც მაგალითად, მიირთმევენ უალკოჰოლო ლუდს, თუ ალკოჰოლი აკრძალული აქვთ.

რა ტიპის ყავის მიღებაა უმჯობესი? ასევე, რა ზეგავლენას ახდენს დაბალი ხარისხის პროდუქტი ჯანმრთელობაზე?

თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელია და სვამს ნატურალურ ყავას, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ისევე, როგორც ერთი ჭიქა ღვინოს მიღება სასარგებლოა, თუ არ გაქვს გადატანილი ჰეპატიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადება ყავა სასარგებლოა, კარგია, მაგრამ უნდა მივიღოთ ხარისხიანი და ზომიერად.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ შემადგენლობა. შეიძლება, ეწეროს რომ ყავაა, მაგრამ სინამდვილეში, კაცმა არ იცის, რა შემადგენლობა აქვს. პირველი და მთავარი მაინც არის ხარისხი, საიდანაც გამომდინარეობს ყველაფერი.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ საავტომობილო რბოლის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა