ავტორი:

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

ბევრ ჩვენგანს შაქრის გარეშე ვერცერთი დღე ვერ წარმოუდგენია. ალბათ, ბევრჯერ გიცდიათ, უშაქრო ყავა დაგელიათ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ იდეით კმაყოფილი ჩვენ გარშემო ძალიან ცოტაა.

ჩვენს გარშემომყოფთა უმეტესობა თეთრ შაქარს მოიხმარს, რომელიც მაღაზიების თაროებზეც ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი. რეალურად, შაქრის ეს სახეობა ყველაზე მავნებელია. გარდა იმისა, რომ წონაში მატებას უწყობს ხელს, შაქრის ხშირი მოხმარებით კანი კარგავს კოლაგენს, რაც მას ელასტიურობას ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში დაიწყებოდა. საბოლოო ჯამში, თეთრი შაქრის ხშირი მოხმარების შედეგად, „საჩუქრად ვიღებთ ნაოჭებს, ხაზებსა და აჭრელებულ კანს.

American College of Nutrition-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ 453 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ზრდასრულ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად, შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: ისინი, ვინც მოიხმარდნენ მეტ თევზს, ზეითუნის ზეთსა და პარკოსნებს ნაკლებადდანაოჭებული კანი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვის რაციონშიც ძირითადად, ცხიმიანი ხორცი, კარაქი და შაქარი შედიოდა.

ამასთან, დიდი რაოდენობით თეთრი შაქრის მოხმარება დაკავშირებულია ქსოვილების დაზიანებასთან, ქრონიკულ ანთებით პროცესებთან, გულის დაავადებებთან და დიაბეტთან.

როგორ მზადდება თეთრი შაქარი და რატომ არის ის ასეთი მავნე?

ცნობილი ფაქტია, რომ თეთრი შაქარი ჭარხლის ან ლერწმის წვენის მრავალჯერადი გადამუშავების იგივე რაფინირების შედეგად მიიღება. რეალურად, მიღებული მასა თეთრი ფერის არ არის, ამიტომ მას საღებავს ურევენ და ასე ათეთრებენ.

მრავალი ქიმიური პროცესის გავლის შემდეგ, თეთრი შაქარი ყველა სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, მასში მხოლოდ ნახშირწყლების საბადოა და ორგანიზმს დიდი რაოდენობით კალორიებით ამარაგებს, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის საწინდარია.

თეთრი შაქრის მავნებლობის ამბის საყოველთაოდ აღიარების შემდეგ ადამიანებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს, რათა ორგანიზმისთვის „კუთვნილი“ ჯანსაღი ნახშირწყლები მიეწოდებინათ.

ასე გახდა პოპულარული ყავისფერი შაქრის მოხმარება, რომელსაც თეთრ შაქართან შედარებით, მეტი ბუნებრივი თვისება აქვს შენარჩუნებული. მისი წარმოების მეთოდი ასეთია: ყავისფერ შაქარს მხოლოდ ლერწმისგან იღებენ. ის ნაწილობრივ მუშავდება, რა დროსაც ბუნებრივად გამოყოფილი ნივთიერება მელასა უკან უბრუნდება შაქარს და მასში დარჩენილი ლერწმის უმცირესი ნაწილაკების წყალობით, ადამიანი ორგანიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელ უჯრედისსაც იღებს. ამის გამო, ყავისფერი შაქარი თეთრზე უფრო მარგებელია და ხშირად არჩევანს მასზე ვაჩერებთ-ხოლმე.

მიუხედავად ყავისფერი შაქრის უპირატესობებისა, უფრო „ჯანსაღი შაქრის“ მისაღებად მწარმოებლებმა გამოსავალი იპოვნეს - ეს ქოქოსის შაქარია, რომელიც არის ნატურალური და არანაირ ქიმიურ პროცესს არ გადის. ქოქოსის შაქარი ორგანული პროდუქტია, რომლის მოპოვების პროცესშიც ის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. გზა, რომელსაც ქოქოსის შაქარი ორგანული გზით მოპოვების პროცესიდან ჩვენს ჭიქამდე გადის, დაცლილია რაფინირების მეთოდისგან.

ქოქოსის მიიღება ქოქოსის პალმის ყვავილის წვენისგან მხოლოდ სითხის აორთქლების გზით მიიღება. ვიზუალით ის კარამელს მოგაგონებთ, რადგან სწორედ ასეთი ფერი და არომატი დაკრავს, უფრო მადისაღმძვრელადაც გამოიყურება. ასევე შესაძლებელია მისი თერმული დამუშავება და ცხობაში გამოყენება.

იმის გამო, რომ ამ ტიპის შაქარი არანაირ ქიმიურ პროცესს არ გადის, ის სასარგებლო ნივთიერებებს სრულიად ინარჩუნებს.

უფრო კონკრეტულად, ქოქოსის შაქარი შეიცავს:

  • მინერალებს ( რკინა, თუთია, კალციუმი და კალიუმი)
  • B ჯგუფის ვიტამინებს
  • უჯრედისს, კონკრეტულად კი ბოჭკოინულინს.

რაფინირებული ანუ თეთრი შაქრისა და ქოქოსის შაქრის ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენის შესახებ რომ ვისაუბროთ, სამედიცინო ტერმინი გლიკემიური ინდექსი გამოვიყენოთ, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად სწევს საკვები სისხლში გლუკოზის დონეს. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე კი დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს ნიშნავს.

რაფინირებული ანუ თეთრი შაქრის გლიკემიური ინდექსი 60–ია, ხოლო ქოქოსის შაქრისა – მხოლოდ 35. რატომ აქვს ქოქოსის შაქარს ასეთი დაბალი გლიკემიური ინდექსი, როცა თეთრი შაქრის მსგავსად ისიც შეიცავს ტკბილ ნივთიერებას – საქაროზას? აქ პასუხს ბოჭკო ინულინის მოქმედებაში ვიპოვნით, რომელიც ბლოკავს შაქრის შეწოვასა და ათვისებას.

დღეს, რატომ ირჩევს ბევრი ადამიანი ქოქოსის შაქარს?

  • ქოქოსის შაქარი, გარდა შაქრისა, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს
  • მასში შემავალი შაქარი გაცილებით ნაკლებად შეიწოვება, რაც წონის დასაკლებ დიეტაში მის ჩართვას შესაძლებელს ხდის
  • ქოქოსის შაქარს მდიდარი გემოვნური თვისებები აქვს და სრულად აკმაყოფილებს ტვინის მოთხოვნილებას ტკბილზე
  • მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ქოქოსის შაქარს, როგორც ჯანსაღ პროდუქტს, უკვე საქართველოშიც მოიხმარენ.

თეთრი შაქრის რაციონიდან ამოღებით და მისი ქოქოსის შაქრით ჩანაცვლებით შეგვიძლია,

ორგანიზმზე რაფინირებული პროდუქტის მავნე ზემოქმედება შევამციროთ, თავიდან ავიცილოთ როგორც დიაბეტი, ისე გულსისხლძარღვთა დაავადებები, რომელიც დღეს, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია.

რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON-ი უკვე ჰიბრიდული ძრავით, მალე საქართველოში

ფასდაკლებები, რომლითაც სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ ისარგებლებთ