ავტორი:

"თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ ხელახლა წავიდე ციხეში" - გიგი უგულავას პირველი კომენტარი სასამართლოს განაჩენის შემდეგ

"თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ ხელახლა წავიდე ციხეში" - გიგი უგულავას პირველი კომენტარი სასამართლოს განაჩენის შემდეგ

უზენაესი სასამართლოს განაჩენის თანახმად, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

"ლეიბორისტების" ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობდა, გიგი უგულავამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც ამ საქმის გაცნობის დროც კი არ ჰქონდათ.

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება. უვიცი მერაბ გაბინაშვილის და უდიპლომო შალვა თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა.

რას ვაპირებ მე? მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და კონცენტრაცია საქმეზე!

გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ აშინებს ივანიშვილს, ჩვენი ერთობა არის გამარჯვების წინაპირობა და ამ გზაზე იქნება დაჭერებიც. ივანიშვილი გონდაკარგულია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, ივანიშვილი ამით მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი, მაგრამ მისთვის დასრულდება ფატალურად.

თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ ხელახლა წავიდე ციხეში... ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანმა შესაძლოა იპოვო თავისუფლება და მე ვიპოვი ამ თავისუფლებას" - განაცხადა გიგი უგულავამ მედიასთან.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

პრემიერის პრესსამსახური: "გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა სიცრუეა, რომ მისი და ლავროვის შეხვედრა იგეგმება"

ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო