ავტორი:

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

ჰოლივუდის ვარსკვლავური ყოფილი ცოლ-ქმარი, ემბერ ჰარდი და ჯონი დეპი უკვე წლებია სკანდალში არიან გახვეულნი. საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, თუმცა რეალურად ცოლი ძალადობდა ქმარზე, თუ პირიქით - ოფიციალურად დღემდე დადგენილი არ არის.

წყვილი 2016 წელს დაშორდა, რის შემდეგაც ემბერმა ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა და ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდო ბრალი. საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგანაც ჯონი დეპმა ყოფილი ცოლი პირიქით, თავად დაადანაშაულა ფიზიკურ ძალადობაში. მისმა ადვოკატმა კი, აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს აუდიოჩანაწერები წარუდგინა.

ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი ონლაინ მედიაშიც გავრცელდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail 2015 წლის ჩანაწერს აქვეყნებს. მასში ემბერ ჰარდისა და ჯონის დიალოგი ისმის.

"მე არ მინდა შენი მიტოვება, არ მინდა განქორწინება, არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაგიშვა. მე მხოლოდ სიმშვიდე მსურს, მაგრამ თუ საქმე ფიზიკურ შეხებას ეხება, ჩვენ უნდა დავშორდეთ“, - ამბობს ჯონი, რაზეც ემბერი შემდეგნაირად პასუხობს:

"არ შემიძლია დაგპირდე, რომ სრულყოფილი ვიქნები და ისევ ფიზიკურად არ შეგეხები. ღმერთო, ხანდახან ძალიან ვგიჟდები. მაგრამ პირობას გაძლევ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევიცვალო.“

Daily Mail ნაცემი ჯონი დეპის ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ეს ყოფილი ცოლის ძალადობის კვალია

USA today-ს ჯონი დეპის ადვოკატმა, ადამ უალდმანმა დაუდასტურა, რომ ჩანაწერი ნამდვილია. მისი ნამდვილობა არც ემბერ ჰარდის ადვოკატმა, რობერტა კაპლანმა უარყო.

ჯონი დეპის ადვოკატის თქმით, თავისი პირობის მიუხედავად, ჰარდი ყოფილ ქმარზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, ხოლო ჯონი მისგან გაქცევას და ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

რაც შეეხება ემბერ ჰარდის ადვოკატს, რობერტა კაპლანი არ უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმარზე ძალადობდა, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ თავის მხრივ, ემბერიც მსხვერპლი იყო და ჯონიც სისტემატურად ძალადობდა ცოლზე.

პრესაში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ჯონი დეპსაც და ემბერ ჰარდსაც ძალადობის კვალი ეტყობათ.

ემბერ ჰარდის ფოტოები, რომლებშიც ძალადობის კვალი ეტყობა

აღსანიშნავია, რომ სკანდალს ჯონი დეპის ყოფილები, ვანესა პარადი და უაინონა რაიდერიც გამოეხმაურნენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ ჯონი დეპისგან ძალადობის მსხვერპლნი არასდროს ყოფილან და სკანდალური ინფორმაცია ძალიან აკვირვებთ.

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ