ავტორი:

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თეთნულდის სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტი, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში, თოვლის საფარის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, გუშინ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თეთნულდის სამაშველო სამსახურმა 4 ჩეხი ტურისტი გადაარჩინა, სამაშველო ოპერაცია მხოლოდ ორი წუთი გაგრძელდა.

"ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა.

აქედან გამომდინარე, სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დაიწყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული

„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო

როგორ დაემშვიდობა გიგი უგულავა შსს-ში შესვლამდე შვილს