ავტორი:

ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა

ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა

"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი, ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე ქორწინების შემდეგ გახდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა და წლებია უნგრეთში ცხოვრობს.

ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული, მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება, უნგრეთში მესამე ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და დროს მოგზაურობაში ატარებს.

კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონააა და კოდუას ევროპაში წასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, სახლში სტუმრად იღებენ ქართველ ნათესავებს, ერეკლე კოდუას ხუთ შვილს საქართველოდან, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს ორი ქორწინებიდან ჰყავს.

ერეკლესა და კატიკას შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, თუმცა ეს სულაც არ უშლით ხელს, რომ ერთნაირი გართობა მოსწონდეთ. წყვილს ჯერჯერობით საერთო შვილი არ ჰყავთ, სახლში ხუთ შინაურ ცხოველს, სამ კატას და ორ ძაღლს უვლიან.

კატალინა ინსტაგრამზე ძალიან აქტიურია და ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის ფოტოსესიებს, სადაც თავად არის გადაღებული. ორი დღის წინ, მის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოსესიას, სადაც წითელ კაბაში პოზირებს, თაყვანისმცემლების მხრიდან აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ტელეწამყვანმა მეუღლესთან 7-წლიანი ურთიერთობის დასრულება საკმაოდ მძიმედ გადაიტანა და ამაზე წლების განმავლობაში საუბრობდა სხვადასხვა ინტერვიუში, თუმცა ახლა მის ცხოვრებაში სხვა ეტაპია და ერეკლე კოდუას გახსენებაც აღარ სურს:

"მაგრად მკიდია ირაკლი კოდუა, ისე მკიდია ეგ თემა თავისი ყველაფრით, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ისეთი წარსულია ეგ თემა ჩემთვის... ირაკლიზე ლაპარაკი არ გვინდა. ახლა სხვა ეტაპი მაქვს ცხოვრების...“ - ამ სიტყვებით მოიხსენია ყოფილი ქმარი ნანუკა ჟორჟოლიანმა გასულ კვირას, ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები