ავტორი:

რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული საქართველოში და როგორია მარჯვენასაჭიანი მანქანების უახლესი სტატისტიკა

რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული საქართველოში და როგორია მარჯვენასაჭიანი მანქანების უახლესი სტატისტიკა

საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 038 730 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 027 074 იყო რეგისტრირებული, რაც 11 656 ავტომობილით ნაკლებია 2020 წლის მონაცემთან შედარებით.

ამასთან, საქართველოში 2019 წელს იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით იკლო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში 6843 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანაა იმპორტირებული, ხოლო 2019 წელს - 5124, რაც 1719-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობას, 2020 წლის იანვრის თვეში საქართველოში 423 ავტომანქანა (მსუბუქი/სამგზავრო/სატვირთო/სპეციალიზებული) შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.

დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი მკვლელობა გაიხსნა

თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ახალი ბრალი პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა