ავტორი:

"უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, რადგან ის ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ" - მიხეილ კალანდია

"უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, რადგან ის ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ" - მიხეილ კალანდია

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მას ჩვენება უნდა მიეცა.

როგორც კალანდიამ განმარტა, ის ბრალდებულის უფლებით სარგებლობს და უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. კალანდიას განცხადებით, მას უკვე აქვს გამოცდილება, როცა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცა, თუმცა ეს მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

კალანდიას თქმით, უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი არ გადასცა. ბრალდებულის თქმითვე, მისთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

„უზენაეს სასმართლოს სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერები არ გადმოუცია. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენება და გავცეთ როგორც ბრალდების, ასევე სასამართლოს კითხვებზე პასუხები. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება პროკურატურამ მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო გიორგი ჯანაშიასგან.

ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან. ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ. მითუმეტეს, პრაქტიკაში მაქვს გამოცდილება, როცა სრულად ვითანამშრომლე გამოძიებასთან, მივეცი გულწრფელი ჩვენება, პროკურატურამ ის თავისი ინტერესის სასარგებლოდ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. ვსარგებლობ ბრალდებულის უფლებით და უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე", - განაცხადა კალანდიამ.

"ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ... მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი" - როგორ აფასებს მიხეილ კალანდიას განაჩენს ოჯახი

მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს Facebook-მა ვერიფიკაცია მიანიჭა