ავტორი:

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორები BTU-ს მოწვევით, ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად თბილისის მეწარმეობის სამიტს უერთდებიან

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორები BTU-ს მოწვევით, ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად თბილისის მეწარმეობის სამიტს უერთდებიან

თბილისის მეწარმეობის სამიტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 2020 წლის 11 მარტს სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi-ში გაიმართება, უპრეცედენტო მასშტაბებით იღებს სტარტს. სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის და ისრაელის სილიკონ ვადის თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეული ინვესტორები ქართულ სტარტაპებს შეხვდებიან და მათი დაფინანსების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

BTU-ს განმარტებით, ღონისძიება მიზნად ისახავსსაქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივებას,უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ქართული სტარტაპების ხელშეწყობას. სამიტის მონაწილეები იქნებიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ევროპის და აშშ-ს მხრიდან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, ქართული და უცხოური სტარტაპები და სხვა პარტნიორები. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ ყოველწლიური სამიტის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობაა.

სპეციალურად ამ ღონისძებისთვის საქართველოს ეწვევა ინვესტორთა ჯგუფი ისრაელის სილიკონ ვადიდან, სტარტაპები, მეცნიერები და მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, დელეგატები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან.

სამიტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გაიმართება პანელური დისკუსიები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის შესახებ, საქართველოსა და მსოფლიოს სტარტაპ ეკოსისტემის განხილვა, კვლევების პრეზენტაცია, სტარტაპ პრეზენტაციები, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრები, რომლის ფარგლებში სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ მილიონამდე ლარის ოდენობის დაფინანსება. სამიტის ფარგლებში, დამწყებ და წარმატებულ სტარტაპებს/მეწარმეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტები და გააცნონ ის ფართო საზოგადოებას. სამიტის პარტნიორია თიბისი სტარტაპერი, სამიტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აწარმოე საქართველოში, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორის პარკი, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა, ევროპის საინვესტიციო ბანკი, USAID, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდი, ვესტ მინსტერის უნივერსიტეტი, Impact Hub და სხვა.

სამიტზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დარეგისტრირებული მსურველისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 მარტამდე, მითითებულ ბმულზე

სამიტის ფარგლებში, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულინვესტორებთან შეხვედრებისთვის, სტარტაპებს რესგისტრაციის გავლა შეუძლიათ 25 თებერვლამდე, მითითებულ ბმულზე

*გთხოვთ გაითალისწინოთ, რომ ინვესტორებთან ფიჩინგ სესიაზე მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ წინასწარ შერჩეული სტარტაპები.