ავტორი:

კალაძე სამადაშვილს: "ევროპარლამენტში არ გვცნობენ, არც გვიშვებდნენ... ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს"

კალაძე სამადაშვილს: "ევროპარლამენტში არ გვცნობენ, არც გვიშვებდნენ... ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს"

საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს“.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამადაშვილი "სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის".

"გუშინ ვნახეთ ჩვენი ამ ინიციატივის შემდეგ ოპოზიციის წევრები რა მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი იმის, რომ ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე რეალურად რა ხდება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან ხალხის ფული. თუმცა, ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ და გავაგებინებთ ყველას.

რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა, რათა გულდასმით შეისწავლონ დაშეაფასონ ამ სისხლის სამართლებრივი საქმის არსი და პროცედურული მხარე, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი