ავტორი:

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

პოლიამორი ბერძნული და ლათინური სიტყვებისგან - Poly და Amor-ის შერწყმის შედეგად შექმნილი კომპოზიტია და სიტყვა-სიტყვით ქართულად ბევრ სიყვარულს ნიშნავს.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლებელია იყოს პოლიამორული. პოლიამორულია ურთიერთობა, როცა პიროვნება ერთზე მეტ ადამიანზეა შეყვარებული.

ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიამორული და პოლიგამიური ურთიერთობა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. პოლიგამიაა, როცა სექსის გამო რამდენიმე პარტნიორი გყავთ და მათთან შესაძლოა სულაც არ გაკავშირებდეთ სიყვარული, პოლიამორიის დროს კი, ერთდროულად რამდენიმე ადამიანზე ხართ შეყვარებული.

ურთიერთობების ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია და ამის არაერთი მაგალითი აქვთ. მათივე განმარტებით, სიყვარულს საზღვრები არ აქვს.

"ადამიანები მოდიან ჩემთან და მეკითხებიან, როგორ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ადამიანის სიყვარული? და მე ვეკითხები მათ, რამდენი შვილი გყავთ? რამდენი ძაღლი გყავთ? იმიტომ, რომ ეს იგივე რამეა. როცა რამდენიმე შვილი, ან ძაღლი გყავს, ხომ ყველა ერთნაირად გიყვარს?! ასეა პარტნიორების შემთხვევაშიც. აბსოლუტურად შესაძლებელია რამდენიმე ადამიანზე ერთდროულად იყო შეყვარებული.

როცა საქმე სიყვარულს ეხება, ლიმიტი არ არსებობს. ლიმიტი შეიძლება ჰქონდეს დროს, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებს -არა. ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ პოლიამორულ ურთიერთობაში ადამიანები უფრო კმაყოფილები და ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც მხოლოდ ერთი ადამიანი უყვართ“, - ამბობს BBC-სთან ფსიქოლოგი და სექსოლოგი, ექიმი ლორი ბეტ ბისბი.

ფსიქოლოგების განმარტებით, პოლიამორულ ურთიერთობაში ადამიანები ბევრ სარგებელს იღებენ, მათ შორის კი, ორ მთავარ სარგებელს გამოყოფენ:

1. თავისუფლება

სხვადასხვა კვლევები და პოლიამორულ ურთიერთობაში მყოფ წყვილებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთობის მთავარი უპირატესობა თავისუფლებაა. ადამიანებს არ აქვთ ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მათ ღალატად არ მიაჩნიათ და თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

პატივს სცემენ ერთმანეთის პირად სივრცეს, უფრო მეტად ითვალისწინებენ ერთმანეთის სურვილებს. მათ აქვთ პირადი და რომანტიკული თავისუფლება. მათთვის ცხოვრება უფრო საინტერესოა. ამავდროულად, ყოველივე დადებითად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, უფრო მარტივად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს და არ აწუხებთ დეპრესია.

2. პოლიამორულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები დიდხანს ინარჩუნებენ ერთმანეთის მიმართ ინტერესს და დიდი დროის შემდეგაც საოცარ მიზიდულობას გრძნობენ

როდესაც ადამიანს მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარს და სექსი მხოლოდ ერთთან აქვს, ურთიერთობა დროთა განმავლობაში ცვდება, ერთმანეთისადმი მიზიდულობა ქრება და ინტერესი იკარგება. პოლიამორულ ურთიერთობაში კი ადამიანებს პირიქით, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა უმძაფრდებათ. მათ რამდენიმე ადამიანი უყვართ და ურთიერთობა არასდროს არის მოსაწყენი, მოსაბეზრებელი.

მუდმივად აქვთ სურვილი ერთმანეთს თავი მოაწონონ და არ იკარგებიან ყოველდღიურ რუტინაში. არ აქვთ ოჯახის პასუხისმგებლობები და ერთმანეთისთვის თავის ტკივილნი არ ხდებიან, ამიტომაც, ურთიერთობას დიდხანს ინარჩუნებენ.

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა