ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, კორონავირუსის საფრთხის გამო დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო სამსახურის წარმომადგენელი ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, ვირუსის საფრთხის გამო, იზოლირებულ შენობაში მოათავსეს და მას სასტიკად აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლა, თუმცა მას შემდეგ, რაც აკრძალვას არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოში წავიდა, დახვრიტეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დადასტურებული არ არის ნამდვილად იყო თუ არა მოკლული ჩრდილოეთ კორეელი კორონავირუსით დაინფიცირებული.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისა და ეპიდემიასთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრას პირბადეებით ესწრებიან

ქვეყნის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებიათ, თუმცა საგანგებო სამხედრო რეჟიმზე არიან გადასულები, რომელიც ეხება ყველას - როგორც უცხო ქვეყნიდან შესულ, ასევე ადგილობრივ ადამიანებს.

ისინი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ საზღვარზე. აკრძალულია ტურისტების შეშვება.

მთელი მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა კორონავირუსს ებრძვის. ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უხანია, სადაც კარანტინია გამოცხადებული და 23 იანვრიდან ჩაკეტილია. მედიკოსები ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით მათი მცდელობები წარუმატებელია. ვირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა.

მათ შორის, აშშ-ში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. ბოლო ინფორმაციით, ვირუსმა 1.383 ადამიანი იმსხვერპლა, 6.983 განიკურნა, ხოლო 64.441 ინფიცირებულია.

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"