ავტორი:

"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

ის, რომ საქართველოში ახალი საინფორმაციო ევროპული არხი შემოდის, ჯერ კიდევ გასულ წელს ზაფხულში აცნობა საზოგადოებას "სილქნეტმა". ევრონიუს საქართველო მაუწყებლობის დასაწყებად ემზადება. საქართველოში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი მაიკლ პიტერსი. იგი თბილისს ამჯერად ნახევრად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეკრებილ სტუმრებს საქართელოში ევრონიუს საქართველოს მზადების შესახებ უამბო და მნიშვნელოვანი სიახლეც აუწყა: ევრონიუსმა საქართველოში არხის მთავარი რედაქტორი შეარჩია. ეს გახლავთ ვასილის ბიცისი, რომელსაც ევრონიუსში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამჟამად იგი ევრონიუსის ბერძნული სამსახურის ხელმძღვანელია.

როგორც შეხვედრაზე სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვლმა აღნიშნა, ეს ტელევიზია ყველასთვის იქნება. ჩვენი ეს პარტნიორობა ევრონიუსთან იქნება ხალხის სამსახურში, ისევე როგორც სილქ როუდ ჯგუფის წევრი ყველა კომპანია. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული და განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს იქნება საყოველთაო ტელევიზია, ყველა აზრისა და შეხედულების მქონე ადამიანისთვის, რასაც ევრონიუსი ამბობს: ანუ-all views, all voices, all welcome (იგულისხმა ევრონიუსის მთავარი ფასეულობა).

ევრონიუსის პოლიტიკის თანახმად, არხის მთავარ რედაქტორს ყველა ქვეყანაში თავად ევრონიუსის ხელმძღვანელობა ნიშნავს და ამით ევრონიუსის უმთავრეს ფასეულობას იცავს - არხის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას. „ყველა მოსაზრება, ყველა ხმა - All News All Views”, ევრონიუსის ამ უმთავრეს განაცხადს ეფუძნება საქართველოს ევრონიუსიც - Euronews Georgia.

მაიკლ პიტერსის გრაფიკი ნომერ პირველი ევროპული საინფორმაციო არხის გენერალური დირექტორისთვის შესაფერისია - საკმაოდ გადატვირთული. თუმცა, იგი სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვისაც პოულობს დროს. არაოფიციალურ კოქტეილის საღამოზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ. მას შემდეგ, რაც არხის ადგილობრივ მენეჯმენტთან და სილქნეტის დამფუძნებელთან, გიორგი რამიშვილთან ერთად არხის სიახლე აუწყა და წარუდგინა ახლად დანიშნული მთავარი რედაქტორი, DJ-ის პულტთან თავად დადგა და სტუმრებს ყველასთვის ცნობილი ჰიტების არაჩვეულებრისი მიქსი შესთავაზა.

როგორც აღმონდა, მაიკლისთვის ეს მხოლოდ ჰობი არ არის და იგი სხვადასხვა დროს პროფესიონალი დიჯეების გვერდით კლუბებშიში „დიიფ ჰაუსს“ უკრავს. ხოლო თბილისში გამართული საღამოს სტუმრებს გასართობი რეპერტუარი შეურჩია, რითაც იზრუნა, იმაზე, რომ მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის მისაღები ყოფილიყო. სტუმრები ევრონიუსის გენერალური დირექტორის ამ უცნობი მხარის აღმოჩენით აღფრთოვანებული დარჩნენ და როგორც გაირკვა, კლუბს შაბათსაც ეწვევიან, სადაც მაიკლი უკვე მოწვეული DJ-ის ფორმატში დაუკრავს.

ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მალე დატოვებს. მას და ევრონიუს საქართველოს დატვირთული გრაფიკი აქვთ. არც ისე დიდი დრო დარჩა საქართველოში ახალი საინფორმაციო არხის მაუწყებლობის დაწყებამდე.

R

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?

მოიგე 250 000 ლარი 5 წუთში ერთხელ! - "კენო", მოგების 288 შანსი 24 საათში

20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება