ავტორი:

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზაცია მოკლე დროში მოხდა, ამ დროისთვის კი ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დეტალებზე

ფოტოები ბელიაშვილის ქუჩიდან, სადაც ხანძარს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის

ბელიაშვილზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა