ავტორი:

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა

ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზღრდელების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომერმა სოციალური ქსელი მონუსხა და აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლების დადებითი შინაარსის კომენტარებმაც არ დააყოვნა:

"შეუდარებლები რომ ხართ, ჩანს ერთწუთიან ვიდეოშიც კი. აი, უკვე თბილისის ბევრ ბაღებში განიხილება თქვენი შემოქმედებითი აქტივობები! ყოჩაღ, ძალიან მაგრები ხართ ყველა!"

"საოცრებების ბაღი. მისაბაძები ხართ!"

"საოცრება! აქ სიტყვები ზედმეტია! როგორი ბედნიერები არიან ბავშვები და პედაგოგი. სამაგალითოა ნამდვილად პედაგოგის მიდგომა ბავშვებთან. ასე ლამაზად მიაწოდო ბავშვებს ეს ყველაფერი, რჩეულთა ხვედრია ნამდვილად! წარმატებები!"

"ყოჩაღ, ძალიან მაგრები ხართ, პირველ რიგში პედაგოგს, ბრავო"

როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი ნანა ნოზაძე აღნიშნავს, აღსაზრდელებს მსგავსი აქტივობები ძალიან მოსწონთ და დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას.

- სოფელ ყანობში გავთხოვდი თუ არა, მაშინვე დავიწყე სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. სამუსიკო სასწავლებელი დავამთავრე, საფორტებიანოს მიმართულებით. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ის, რასაც ვაკეთებ. სოფელს აქამდე ბაღი არ ჰქონია, ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს და სკოლის პარალელურად აქაც დავიწყე მუშაობა.

- როდის გაჩნდა იდეა, ამ ფორმით ჩაგეტარეინათ პატარებთან მუსიკის გაკვეთილი?

- საერთოდ ბაღის პროგრამაში, აქტივობებში გაწერილი გვაქვს, რომ უნდა დავამზადოთ მუსიკალური საკრავები, ინსტრუმენტები. რადგან აქტიური და ძალიან გონიერი აღსაზრდელები მყავს, ბევრი ვიფიქრეთ და ჯანსულ კახიძის მარშს შევეჭიდეთ, ისე კარგად ჯდებოდნენ რიტმში, ვფიქრობ, ჩანაფიქრი გამოგვივიდა. ზოგიერთი ინსტრუმენტი თავად შევქმენით, მოვხატეთ. პირველივე რეპეტიციაზე ბავშვები მიხვდნენ, რომელი საკრავი როგორ უნდა დაეკრათ. ზუსტად ეს იყო მიზანი, რომ მიეღოთ მუსიკალური საკრავების შესახებ ინფორმაცია. კამერულ ორკესტრზეც კი ვესაუბრე, რა თქმა უნდა, მათთვის გასაგებ ენაზე. რაც შეეხება იმას, რატომ შევარჩიეთ ჯანსულ კახიძის მარში, ყველასათვის ნაცნობი მელოდია და რითმი კარგად გაითავისეს პატარებმა, თან ფონოგრამაში კარგად ჩანდა თითოეული საკრავის ხმა. წაიკითხეთ სრულად

ხვალ თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი, 18 თებერვლიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"