ავტორი:

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი ნაპოვნია. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე აღმოჩენილ იქნა ცხედარი.

ცხედარი იდენტიფიცირებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი პროცედურები.

ცნობისთვის, ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი

გორთან ავტომობილი სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა