ავტორი:

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ალბათ წელიწადზე მეტია, რაც ლაგოდეხში მცხოვრებ რებეკა ხუგაევზე ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა სტატია. მკითხველს შევახსენებ, რომ რებეკა მემცენარეობის ბიზნესით დაკავებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა ერთი უბრალო მიზეზის გამო - გონიერი და ლამაზი ახალგაზრდა, რომელიც ფლობს მცენარეთა ენას...

რებეკა ახლახან გათხოვდა ინდოელ ახალგაზრდაზე. სიყვარულის ამ ამბავს საინტერესო დეტალები აქვს და "გზა" სიამოვნებით უთმობს ყურადღებას წყვილს, რომელიც გამორჩეულია ბევრი რამით. მიუხედავად იმისა, რომ რავნიტი ქართულად გამართულად ლაპარაკობს, მაინც რებეკასთან გასაუბრება ვამჯობინეთ.

- ვინ არის შენი მეუღლე და საიდან მოხვდა საქართველოში?

- ჩემი მეუღლეა რავნიტ კანგი, 30 წლის. დაიბადა ინდოეთის პენჯაბის შტატში. ამ შტატს აქვს საკუთარი ენა და დამწერლობა. რავნიტი 18 წლამდე ცხოვრობდა ინდოეთში. სკოლის დამთავრების შემდეგ, წავიდა ავსტრალიაში, სადაც 4 წელი ისწავლა. დამთავრებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მუშაობდა სტუდენტურ სამუშაოებზე, რითაც გადასახადებს იხდიდა. სწავლის დასრულების შემდეგ ინდოეთში, მშობლებთან მოუწია დაბრუნებამ, რადგან ავსტრალიაში ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდებოდა. მერე დაიწყო ისეთი ქვეყნის ძებნა, სადაც გახდებოდა ფერმერი და იცხოვრებდა სიმშვიდეში. ინტერნეტში ძიებისას შეარჩია ეთიოპია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისმა საქართველოზე წაიკითხა სტატია, მან ურჩია რავნიტს ამ ქვეყანაში წამოსვლა: ქრისტიანი და წესიერი ხალხია, მშვიდობის მოყვარული, ეთიოპია კი სავსეა კრიმინალებითო. თავდაპირველად რავნიტი მარტო აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ საქართველოზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ, უკეთესი ცხოვრების მოლოდინით, მშობლებმაც გადაწყვიტეს, წამოსულიყვნენ მასთან ერთად. 2012 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში, მიზერული თანხით ხელში, ისიც რავნიტის წლების ნაგროვები იყო. ქართველმა აგენტმა კი, ვინც ჩამოსვლაში ეხმარებოდა, დაპირება არ შეუსრულა, მოტყუებით მიითვისა წინასწარ გადახდილი ფული და გაუჩინარდა.

საქართველოში არავინ დაინტერესდა ოჯახის პრობლემით, ენაც არავინ იცოდა, ვერც ვერავის სთხოვეს დახმარება და დარჩნენ საცხოვრებელი ფართობის გარეშე. პირველი იმედგაცრუების მიუხედავად, რავნიტმა რწმენა არ დაკარგა. მიზნად ქართული ენის სწავლა დაისახა. 2 თვეში ისწავლა ქართულ-ინგლისური ლექსიკონიდან იმდენი, რომ ქართულად ამეტყველდა, შეძლო კითხვა და აზრის გამოტანა. ამის შემდეგ დაიწყო ქართველი მაკლერის ძიება, რომელიც საცხოვრებელ ფართობს მოუძებნიდა. მაკლერმა სახლი წნორის საქობოში მოუძებნა, თუმცა ის თანხა, რასაც ითხოვდა, არ აღმოაჩნდათ. რავნიტი მიხვდა, რომ შუამავალი მათ მოტყუებას აპირებდა; თქვა, ღმერთი არ გამწირავს ამ ქრისტიანი ხალხის ქვეყანაშიო და თვითონ წავიდა სახლის მეპატრონის სანახავად. სახლი და მიწა იმ დღესვე გაიფორმეს და ასე დასახლდნენ კანგები სოფელ საქობოში. სახლი ისეთ დაბალ თანხად იყიდეს, ფულიც კი დარჩათ, რითაც ადგილობრივებისგან მიწა და პატარა ტრაქტორიც შეიძინეს. ქართველები ხშირად დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მის ეროვნებას, შემდეგ საქმიანობას უკრიტიკებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ის აქ ვერაფერს მოიყვანდა თავისი პატარა ტრაქტორით და ჯობდა, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო. ბევრმა ატკინა გული, ბევრმა შეძლო მისი მოტყუება, მისი ნაშრომი ფულის შეჭმა, მაგრამ იმედი არასდროს დაუკარგავს. დრო გადიოდა, რავნიტი და მისი ოჯახი კი უფრო მყარად დგებოდა ფეხზე. რავნიტს არ უყვარს წარსულის გახსენება, თუმცა ვფიქრობ, ნამდვილად საამაყოა ის, რისი გაკეთებაც 23 წლის ბიჭმა მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, ყველასგან დაუხმარებლად შეძლო. რამდენიმე წლის შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში იმ მიზნით, რომ გამხდარიყო დიზაინერი, დაამთავრა 2 კურსი, თუმცა შემდეგ ვეღარ შეძლო სწავლის ორმაგი საფასურის გადახდა და ფინანსური პრობლემის გამო, სასწავლებელი დატოვა. სოფელში დაბრუნდა მშობლებთან და მიწის დამუშავებას მიჰყო ხელი.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ჩვენი სიყვარული რომანტიკული ჟანრის ფილმის სცენარს ჰგავს. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალი ამ ისტორიის მთავარი მოტივატორია: რომ არა თქვენ, ის ჩემზე ინფორმაციას ვერ გაიგებდა. ერთი წლის წინ ჩემზე სტატია დაწერეთ. სწორედ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა ჩემით. როგორც რავნიტი ამბობს, ყველაზე დიდი სიმპათია ჩემმა გადაწყვეტილებამ და ცხოვრების სტილმა გამოიწვია. წლების განმავლობაში მას საქართველოში მხოლოდ ისეთი გოგონები შეხვედრია, ვინც სოფელში მიწაზე მუშაობას თაკილობენ და ქალაქში ცხოვრების გამო არაფერს დათმობენ. სოციალურ ქსელში მოძებნა ჩემი გვერდი და დაკავშირება სცადა, თუმცა მისი პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. თქვენი სტატიის დაბეჭვდის შემდეგ ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერდა, განსაკუთრებით მამაკაცები. უკვე იმდენად ვიყავი გადაღლილი, წაკითხვის გარეშე ყველას ერთიანად ვშლიდი, მის მოწერილ შეტყობინებასაც ეს ბედი ეწია. რამდენიმე თვის შემდეგ ტაქტიკა შეცვალა - მცენარეებზე მკითხა, რაზეც პასუხიც მიიღო. პირველად დაუკითხავად მესტუმრა ბაღში. უბრალოდ მოადგა ჩემს ეზოს, ინდური ბოსტნეულის თესლით ხელში. ჩვენი შეხვედრა ისეთი სასაცილო და სპონტანური იყო, ცხოვრების ბოლომდე გამყვება იმ დღის ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვნახეთ ერთმანეთი, ორივეს ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს კარგა ხანია, ერთმანეთს ვიცნობდით... ამ დღის შემდეგ ხშირად მოდიოდა, ხან რისი ნერგი მოჰქონდა, ხან რისი თესლი. მოსასვლელად სერიოზული მიზეზი არ ელეოდა, "სხვა" მიზნით კი მიხვდა, რომ არ ვნახავდი. საშინლად დიდი ტრავმა იყო ჩემთვის პირველი ოჯახის დანგრევა და არ ვგეგმავდი ახალი ურთიერთობის დაწყებას. შემდეგ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რადგან მე მძღოლი მჭირდებოდა, მას კი - ვითომ სამსახური. სინამდვილეში მისი მიზანი ჩემთან დაახლოება ყოფილა. ხშირი საუბრით და ვითომ საქმიანი ურთიერთობით შემაყვარა თავი.

- როგორ გაგრძელდა თქვენი სიყვარულის ამბავი? წაიკითხეთ სრულად

"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"პირველი კრახი მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა... ხელი ჩავიქნიე" - "დიდი სცენის" კონკურსანტის რთული გზა მეგაპროექტის "ლაივამდე"