ავტორი:

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა რუსი აქტივისტი და მხატვარი, პიოტრ პავლენსკი, რომელსაც სექსუალური შინაარსის შემცველი ვიდეოს გავრცელება ედება ბრალად. ამის შესახებ BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პავლენსკიმ სოციალურ ქსელში ატვირთა ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც ფრანგი პოლიტიკოსის, ბენჟამინ გრივოს პოლიტიკური კარიერის განადგურების მიზეზი გახდა. სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოხსნა გრივოსმა პარიზის მერის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა. პოლიტიკოსი, რომელსაც ცოლი და შვილები ჰყავს, აცხადებს:

"ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებს. არავინ არ უნდა გამოსცადოს ასეთი ძალადობა“, - ამბობს ბენჟამინი.

აღსანიშნავია, რომ ბენჟამინ გრივო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოკავშირეა.

ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. მისი გამოქვეყნება მკაცრად დაგმო საფრანგეთის პოლიტიკურმა სპექტრმა. პარიზის ახლანდელმა მერმა, ენ ჰიდალგომ კი განაცხადა, რომ ადამიანის პირად ცხოვრებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო პარასკევს გამოქვეყნდა, ხოლო შაბათს პარიზის მერობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა პოლიციაში იჩივლა "პირადი სივრცის დარღვევისთვის“.

ვინ არის პიოტრ პავლენსკი?

პიოტრ პავლენსკი რუსი მხატვარი და აქტივისტია, რომელიც რუსეთში სექსუალურ ძალადობაში იყო დადანაშაულებული, თუმცა ის ბრალდებას უარყოფდა. 2017 წელს პავლენსკიმ საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

რუსეთში ის სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა, ერთ-ერთი ქმედების გამო კი, ციხეშიც მოხვდა. შვიდი თვის განმავლობაში ციხეში იჯდა იმისთვის, რომ ФСБ-ს შენობის კარს ცეცხლი წაუკიდა. მან კარს ჯერ ბენზინი შეასხა, რის შემდეგაც ცეცხლი მოუკიდა, ცეცხლმოდებული კარის წინ ფოტოც გადაიღო.

პიოტრ პავლენსკი ФСБ-ს შენობის ცეცხლმოდებულ კართან

ეს ფოტო 2014 წელსაა გადაღებული და მასზე აღბეჭდილია აქცია-პერფორმანსი, რომელსაც პიოტრ პავლენსკი მართავს. პავლენსკი ამ ფორმით აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას - მოიშოროს ყველა არასასურველი ადამიანი

დაკავებამდე პიოტრ პავლენსკიმ ფრანგულ ტელევიზიას LCI-ის უთხრა, რომ პარიზის მერობის ყოფილი კანდიდატი პირველი პოლიტიკოსია, რომელიც მისი სამიზნე გახდა, მისივე თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას პოლიტიკოსების თვალთმაქცობის გამოსავლენად.

ირანში 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ირანელი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსის მსხვერპლი ეგონათ, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს