ავტორი:

ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

წარმოშობით სამტრედიელი 20 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გარდაიცვალა. "გურია ნიუსი" ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს ანა ენგიბარიანი, შემდეგ კი მოულოდნელად ეცემა საცეკვაო მოედანზე. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

იხილეთ ვიდეო

გამოცემა ოჯახის ახლობლის კომენტარსაც ავრცელებს:

"ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი, სამშვილიანი ოჯახი.

წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს" - წერს ენგიბარიანების ახლობელი.

ენგიბარიანები წლების წინ სამტრედიაში ცხოვრობდნენ. ოჯახს სამი ქალიშვილი ჰყავს და ისინი მოსკოვში საცხოვრებლად 15 წლის წინ გადავიდნენ, თუმცა მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. ანა ენგიბარიანი მოსკოვის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი იყო.

ანა ენგიბარიანის ფეისბუქის გვერდზე ბოლო პოსტი მის დაბადების დღეზე, 14 თებერვალს გავრცელდა. "20 წელიც შემომეპარა" - წერდა იუბილარი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. გოგონა დაბადების დღის მილოცვებს იღებდა, თუმცა შემდეგ მისი ფოტოებზე ახლობლები სამწუხარო კომენტარებს წერენ. ვარაუდობენ, რომ მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.

"სიტყვები არ მყოფნის... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას";

"ეს რა უბედურებაა... გუშინ დაბადების დღე მივულოცე და დღეს ოჯახის მწუხარებას ვიზიარებთ... ანანო სიტყვები არ მყოფნის, უსაზღვრო ტკივილია ყველასთვის, ვინც შენ გიცნობდა";

"თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა... რა ბედის უკუღმართობაა, ასე ახალგაზრდა და ლამაზი... ღმერთო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი" - წერენ ახლობლები და მეგობრები კომენტარებში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ჩამოასვენებენ.

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა