ავტორი:

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს "სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები" უწოდა

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს "სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები" უწოდა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"არსებობს "სასოწარკვეთილი დიასახლისები“, ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს და უფრო მდაბიოს თუ მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში.

"ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს უკვე საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს მათი ძალისხმება იქნება წარუმატებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტომობილში მგზავრის წინ დასმაზე არსებული შეზღუდვა 22 მაისიდან არ მოიხსნება

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა