ავტორი:

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად რეკორდული ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა - ვის გადაეცემა მიწები სიმბოლურ ფასად

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად რეკორდული ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა - ვის გადაეცემა მიწები სიმბოლურ ფასად

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ინფორმაცია 1 ლარად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისა.

ამასთან, აღსანიშნავია რომ 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ, რამდენადაც პრივატიზებამდე შეფასება არ მომხდარა.

რაც შეეხება 2019 წელს სიმბოლურ ფასად გაყიდულ სახელმწიფო ქონებას, 2019 წლის 8 აპრილს სს „ნენსკრა ჰიდროს” 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი. ასევე კომპანიას დეკემბერში 10 ერთეული მიწის ნაკვეთი გადაეცა 1 დოლარად, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 5 652 345 ლარია.

15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ -ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ სხვადასხვა საწარმოს მოწყობის მიზნით, 1 ლარად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა ბიზნესისთვის გადაცემული.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში:

  • 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული
  • 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების
  • 2017 წელს 1 476 583 ლარის
  • 2018 წელს - 4 022 168 ლარის

რა ღირს საწვავი საქართველოში მაშინ, როცა ნავთობის ფასი მსოფლიოში 42%-ით დაეცა

კორონავირუსის გამო, "თურქიშ ეარლაინსმა" იტალიაში ფრენები შეწყვიტა

კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს