ავტორი:

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

ქართველი ლექტორისა და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ისტორია 26 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.

1994 წლის ზაფხულში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა, რეზო ბაქრაძემ გამთენიისას ავტობუსით სტუდენტები საქართველოდან გაიყვანა. მგზავრებს შორის იყვნენ მისი ცოლი, 9 წლის ვაჟი და საკუთარი ძმის შვილი. სტუდენტები ჯერ თურქეთში, მოგვიანებით კი კანადაში გადაიყვანა.

იხილეთ PALITRAVIDEO.GE-ს სიუჟეტი

ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა ამ სტუდენტების დამოკიდებულება საკუთარი მშობლების მიმართ. მათ ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს ოჯახებთან, შეიცვალეს ძველი გვარ-სახელები. სახელი და გვარი შეცვლილი აქვს რეზო ბაქრაძესაც - მას დღეს თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ.

PALITRAVIDEO.GE-ს ესაუბრა რეზო ბაქრაძის ყოფილი სტუდენტი, რომელიც ბურუსით მოცული ისტორიის დეტალებს ჰყვება და ყოფილ ლექტორს ამხელს. დალი ყარაულაშვილი ამბობს, რომ მამაკაცმა საკუთარი რელიგია შექმნა და სტუდენტებს საკუთარი წესებით აცხოვრებდა.

ყარაულაშვილი ასევე გვიყვება, რომ იმ დროს როცა რეზო ბაქრაძემ სტუდენტები საქართველოდან გაიყვანა, მას თურქეთში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ყოფილმა ლექტორმა დახმარებისთვის მიმართა. ყარაულაშვილმა ისინი 4 დღის განმავლობაში სასტუმროში საკუთარი სახსრებით აცხოვრა, შემგომ კი მისი ბიზნეს პარტნიორის სახლში გადაიყვანა, სადაც 7 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ქალი იმასაც იხსენებს, რომ თურქეთში ცხოვრების პერიოდში რეზო ბაქრაძე სტუდენტებს ძალიან ცუდად ექცეოდა, ვინც არ ემორჩილებოდა ფიზიკურადაც უსწორდებოდა. 10-მდე სტუდენტმა ასეთ პირობებში ცხოვრებას ვერ გაუძლო და ლექტორს გაექცა. რეზო ბაქრაძისგან გაქცეულები დალი ყარაულაშვილს წლების შემდეგ ასეთ წერილებს უგზავნიან:

"დალი გამარჯობა. შეიძლება აღარ გახსოვარ... თურქეთში გაგიცანი რეზო ბაქრაძის ჯგუფში. ჩვენ რეზოსგან წამოვედით. მიხარია რომ გიპოვე, შენ არაფერ შუაში ხარ... დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. ძნელია, როცა მიხვდები რომ მწარედ მოგატყუეს. რეზო არის გარყვნილი ადამიანი. რამდენიმე გოგომ მისგან ბავშვი გააჩინა, ზოგსაც არ გაუჩნდა.

მინდა რომ ხანდახან გავგლიჯო. მაქვს ეს შურისძიების გრძნობა და რა ვქნა, დალი. ბევრი მაქვს მოსაყოლი, როცა გნახავ აუცილებლად მოგიყვები დეტალურად. რეზო ფულის ღორი იყო. რა სექტაა ვერ გაიგებ. მართლმადიდებლებს ლანძღავენ და თავისი ქრისტე ჰყავთ. ჩვენ მაკარონზე ვყავდით, თვითონ ხინკალს და ბაჟეს არ იკლებდა. ჩვენ რომ წამოვედით, იძახდა: უჩვენოდ დაერხევათ, მუხლის ჩოქვით მოვლენო... მოკლედ, საზიზღრობაა..."

იხილეთ მეტი PALITRAVIDEO.GE-ს სიუჟეტში

ავტორი: თიკო გურაშვილი