ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ბაკურიანში ისვენებს - ფოტოები ბერას "ინსტაგრამიდან"

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ბაკურიანში ისვენებს - ფოტოები ბერას "ინსტაგრამიდან"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნის წინ ბაბუა გახდა. მის ვაჟს ბერა ივანიშვილს და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს გასული წლის ნოემბერში ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს. ნანუკა გუდავაძემ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილების რეზიდენციაში იმშობიარა. ცხადია, სახლში მშობიარობა სპონტანურად არ მომხდარა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილებმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს მეან-გინეკოლოგი და სანიტრების ჯგუფი.

პატარა ბერუკა იანვარში გაქრისტიანდა. მისი ნათლიები პატრიარქი და ამიკო ჯანელიძე არიან. ბერუკას ნათლობის კვართზე დიზაინერმა თინანო ბუჩუაძემ იზრუნა.

როგორც ჩანს, პატარასთან დიდ დროს ატარებენ ბებია-ბაბუა. ცოტა ხნის წინ ბერამ "ინსტაგრამზე" ბაკურიანში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად ზამთრის კურორტზე ისვენებენ.

შატილის გზა, სადაც მოძრაობდა მიკროავტობუსი და საიდანაც გადაიჩეხა - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

როგორია შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განცხადება

ხევსურეთის ავარიაში დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს - სამივე მათგანი ქალია