ავტორი:

ოკუპანტების მიერ გატაცებულ 17 წლის მოზარდთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ჰყვებიან მისი ახლობლები

ოკუპანტების მიერ გატაცებულ 17 წლის მოზარდთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ჰყვებიან მისი ახლობლები

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის განაპირას, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან“ დაკავებული მოზარდის ახლობლებმა განაცხადეს.

კირბალის მაცხოვრებელი, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ.

შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

ალიკა შიუკაშვილის ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული 17 წლის მოზარდის მამაც.

"არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის!" - ჯანდაცვის მინისტრი

პრემიერმა საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"