ავტორი:

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

ლათინოამერიკული სერიალები წლების უკან საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი მაყურებელი ჰყავდა. ხუმრობენ კიდეც, რომ 90-იანი წლების სიმძიმე "კასანდრამ“, "ველურმა გულმა“ და სხვა ტელენოველებმა გადაგვატანინა. იმ პერიოდში სერიალის ნახვა ერთგვარი რიტუალი იყო. 90-იანი წლების ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ, როგორ იკრიბებოდნენ ერთად მეზობლები საყვარელი გმირების სანახავად, შესაძლოა, ამისთვის საკმაოდ შორ მანძილზეც კი გიწევდათ წასვლა.

ლათინოამერიკული ტელენოველები 90-იანი წლების შემდეგაც ინარჩუნებდნენ პოპულარობას. დღეს კი, როცა ისინი თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლეს, ბევრს ნოსტალგია აქვს.

თვალი გადავავლოთ ყველაზე პოპულარული ლათინოამერიკული ტელენოველების გმირების ფოტოებს, ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა, წლების შემდეგ, ბევრი მათგანი დრომ ძალიან შეცვალა და შესაძლოა, ცნობა გაგიჭირდეთ, თუმცა ბევრიც ძველ ფორმას და მომხიბვლელობას ინარჩუნებს.

გაბრიელა სპანიკი - ალბათ, გახსოვთ სერიალი Prisionera. გაბრიელა სპანიკი მაყურებელმა სწორედ ამ სერიალით გაიცნო. ვენესუელელი მსახიობი 46 წლისაა. გაბრიელას ყოფილი ბოიფრენდისგან, ნილ პერესისგან 2008 წელს ვაჟი, გაბრიელ დე ჟესუსი შეეძინა.

კადრი სერიალიდან Prisionera
ეს კი მსახიობის ახალი ფოტოა "ინსტაგრამიდან"

დანა გარსია - მსახიობი ახლა 42 წლისაა. მას რომანტიკული ურთიერთობა აქვს ესპანელ ჟურნალისტთან, იბან გონსალესთან, რომელთანაც 2017 წელს შვილი შეეძინა. დანა გარსია ტელენოველების მოყვარულ ქართველ მაყურებელს ახსოვს ნორმა ელიზონდოს როლით სერიალიდან "ფარული ვნება“(Pasión de gavilanes), სადაც პარტნიორობას მარიო ჩიმაროს უწევდა. სერიალი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა.

დანა გარსია და მარიო ჩიმარო
დანა გარსიას ახალი ფოტო

მარიო ჩიმარო - გრძელთმიანი მაჩოს როლებით მარიო ჩიმარომ ქართველი ქალების დიდი ნაწილი მარტივად მოხიბლა. მსახიობი ახლა 48 წლისაა და მის გარეგნობაში საერთოდ არაფერი შეცვლილა. ქართველი მაყურებლის საყვარელ ხუანს წლები ვერაფერს აკლებს.

მარიო ჩიმაროს ახალი ფოტო

უილიამ ლევი და ელიზაბეტ გუტიერესი - ორივე მსახიობს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. განსაკუთრებული სიყვარულით უილიამ ლევი სარგებლობდა. ეს ორი სერიალში ერთმანეთის პარტნიორები არასდროს ყოფილან, თუმცა მათ შესახებ ერთად იმიტომ ვწერთ, რომ დაქორწინებულები არიან. ვარსკვლავურ წყვილს ორი შვილი ჰყავს. ბიჭი და გოგონა, კრისტოფერი და ქაილი. კრისტოფერი საოცრად ჰგავს მამას. წყვილს წარმატებული კარიერა აქვს. გარდა სერიალებისა, უილიამმა მონაწილეობა მიიღო ამერიკულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რის შემდეგაც მისი პოპულარობის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.

უილიამ ლევი და ელიზაბეტ გუტიერესი
ვარსკვლავური წყვილი შვილებთან ერთად
უილიამ ლევი ვაჟთან ერთად

ხენკარლოს კანელა - კიდევ ერთი ლათინოამერიკელი მსახიობი, რომელმაც ქართველი მაყურებლის დიდ ნაწილს თავი შეაყვარა. ის გვახსოვს სერიალიდან "ანხელის საიდუმლო“, რომელიც "ტელემუნდოს“ ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალია. კანელას რომანი ჰქონდა ამავე სერიალის პარტნიორთან, გაბი ესპინოსთან, წყვილი დაქორწინდა. მათ ორი შვილი - გოგონა და ვაჟი ჰყავთ. ისინი ახლა ერთად აღარ არიან, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ხენკარლოს კანელა მომღერალია და სერიალებში მონაწილეობას არ იღებს. ის ახლა 31 წლისაა.

ხენკარლოს კანელას ახალი ფოტო ახალ შეყვარებულთან ერთად

გაბი ესპინო - "ლუნას“ და "ანხელის საიდუმლოს“ ვარსკვლავი ახლა 43 წლისაა. სერიალებში აქტიურად აღარ მონაწილეობს, თუმცა წარმატებული ტელეწამყვანია.

გაბი ესპინოს ახალი ფოტო შვილებთან ერთად. როგორც აღვნიშნეთ, მას ორი შვილი ხენკარლოს კანელასთან ქორწინებიდან ჰყავს.

კორაიმა ტორესი - პოპულარული კასანდრა 46 წლისაა. ის მსახიობ ნიკოლას მონტეროზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი ვაჟი, მანუ ნიკო ჰყავს.

კორაიმა ტორესი კასანდრას როლში
ასე გამოიყურება მსახიობი ახლა

ენჯი სეპედა - შეუძლებელია ტელენოველების მოყვარულებს არ ახსოვდეთ სერიალი "ეშმაკუნა“ და მისი მთავარი გმირი ფიორელა მორელი. კოლუმბიელი მსახიობი 45 წლისაა და წარმატებული კარიერა აქვს. გარდა სერიალებისა, ის არაერთ ფილმში გადაიღეს და სხვადასხვა პრესტიჟული დაჯილდოების გამარჯვებულია. ცდილობს, პირადი ცხოვრება მკაცრად გაასაიდუმლოოს. მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

წყვილი სერიალიდან "ეშმაკუნა"

ასე გამოიყურება პოპულარული ფიორელა ახლა

კრისტიან მეიერი - 49 წლის მსახიობი გვახსოვს სერიალიდან "ლუნა“, მეიერი განქორწინებულია და მსახიობ მარისოლ აგირესთან სამი შვილი ჰყავს.

კრისტიან მეიერის ახალი ფოტო

ანდრია დელ ბოკა - გახსოვთ "შავი მარგალიტი“? ანდრია დელ ბოკა სერიალში მთავარი გმირის, პერლას როლს ასრულებდა. არგენტინელი მსახიობი ახლა 54 წლისაა. ის წარმატებული მსახიობი და ტელეწამყვანია. ჰყავს გოგონა, სახელად ანა და დაქორწინებულია ბიზნესმენ რიკარდო ბიასოტიზე.

ანდრია დელ ბოკა და გაბრიელ კორადო სერიალიდან "შავი მარგალიტი"
მსახიობის ახალი ფოტო

გაბრიელ კორადო - "შავი მარგალიტის“ კიდევ ერთი მთავარი გმირის, ტომასის როლის შემსრულებელი, გაბრიელ კორადო 59 წლისაა. ჰყავს სამი შვილი.

მსახიობის ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"

ოსვალდო რიოსი - კიდევ ერთი მსახიობი ლეგენდარული "კასანდრადან“. 59 წლის ოსვალდო მსახიობის გარდა, პუერტო რიკოში წარმატებული მომღერალი და გიტარისტია. რიოსი სამჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში - მისი პირველი ცოლი მახიობი სუზი დიასი იყო, მეორედ ჟურნალისტ კარმენ დომინიკზე იქორწინა, ხოლო მესამედ მსახიობ ჯერალდინ ფერნანდესზე. მას სამი ვაჟი ჰყავს.

ასე გამოიყურება ოსვალდო რიოსი ახლა

მარია ელენა დორინგი - კოლუმბიელი მსახიობი "ბლანკოს ქვრივიდან“, სადაც ალისია გუარდიოლას როლს ასრულებდა. მისი პარტნიორი სერიალში ოსვალდო რიოსი იყო. მარია ელენა გარდა მსახიობისა, იყო წარმატებული მოდელი და მომღერალი.

ოსვალდო რიოსი და მარია ელენა დორინგი სერიალიდან "ბლანკოს ქვრივი"
მარია ელენა წლების შემდეგ

ჯოვანა ანტონელი - მსახიობი "კლონიდან“, ლეგენდარული ჰადეს როლის შემსრულებელი.ჯოვანას ჰყავს ტყუპები, ანტონია და სოფია.

ჯოვანა ანტონელი ჰადეს როლში
ჯოვანა ანტონელის ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"

რა უნდა მოიმარაგოთ იმ შემთხვევისთვის, თუ კარანტინში ყოფნა მოგიწევთ

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი რუსი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს