ავტორი:

"წარღვნა დაწყებულია...ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ადამიანები" - მეუფე დანიელი

"წარღვნა დაწყებულია...ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ადამიანები" - მეუფე დანიელი

წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია, ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს:

"დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას მოუწოდებს მართლმადიდებელთა ოჯახში შევიდეს. ისევე, როგორც კიდობანში შესული მართლმადიდებელი ნოეს ოჯახი გადარჩა, მართლმადიდებელ ეკლესიაში შესული სამწყსო გადარჩება. წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია. ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი. ცოდვის ღვარცოფი სულ უფრო და უფრო მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ამ მორევში ადამიანები.

ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში. არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს. დღეს თქვენ ხედავთ, რომ არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სამღვდელოება, მრევლი. მას მიიჩნევენ დღეს მთავარ სულიერ ავტორიტეტად. ასევე, კათოლიკური და პროტესტანტული, არაქრისტიანული სამყარო - მუსულმანური, იუდეველთა სამყარო, ყველა აღიარებს ამ პიროვნების ძალიან დიდ სულიერებას. სწორედ მართლმადიდებელი ოჯახის სულიერი ავტორიტეტი, პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

"საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით" - რა დადგინა სონოდმა გარეჯის საკითხზე

მეუფე დანიელი - პირს, რომელიც ორგანიზაციაში "ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება